ჩინეთის ერთ-ერთ ზოოპარკში, ველური ცხოველები გალიებიდან გამოუშვეს. ახლა დათვები, ვეფხვები, ლომები და სხვა ცხოველები, ზოოპარკის ტერიტორიაზე, თავისუფლად გადაადგილდებიან. სამაგიეროდ, ზოოპარკის სტუმრებს სპეციალურ, მანქანაზე მოთავსებულ გალიებში ათავსებენ და, ამგვარად, მათ შეუძლიათ ცხოველების დათვალიერება. უჩვეულო ზოოპარკმა პოპულარობა ძალიან მალე მოიპოვა. “ჩვენ კი არა, ცხოველები გვათვალიერებდნენ. მათთვის სასურველი ლანჩი ვიყავით”, – წერს ერთ-ერთი დამთვალიერებელი.
ზოოპარკის კონცეფციას, ბევრ დადებით შეფასებასთან ერთად, უარყოფითი კომენტარებიც მოჰყვა. ზოგიერთი მიიჩნევს, რომ ადამიანებისთვის ის საშიშია.
სხვა სიახლეები