ბენ ანდერვუდი – ბიჭი, რომელიც “ყურებით” ხედავდა

ბენ ანდერვუდი ერთი უბრალო მოზარდი იყო კალიფორნიიდან. როგორც მის თანატოლებს, მასაც უყვარდა სკეიტბორდით და ველოსიპედით სეირნობა, ფეხბურთის და კალათბურთის თამაში. ის არაფრით განსხვავდებოდა თავისი თანატოლებისგან.
იცით რა ქმნის ანდერვუდის ისტორიას უნიკალურს? ის, რომ ბიჭი სრულიად ბრმა იყო. მას ჯერ კიდევ ორი წლის ასაკში ბადურას სიმსივნე დაუდგინეს და ორივე თვალი ამოაჭრეს.
როგორი გასაკვირიც უნდა იყოს, ის საერთოდ არ ღელავდა საკუთარ სიბრმავეზე.
და მაინც, როგორ ახერხებდა ის მოძრაობას ისე, როგორც ჩვეულებრივი მხედველობის მქონე ადამიანი? პასუხი მარტივია: საქმე ექოლოკაციის ტექნიკას ეხება, რომლითაც ძირითადად ღამურები, დელფინები და ზოგიერთი სხვა ძუძუმწოვარი და ფრინველი სარგებლობს.
მოძრაობისას ანდერვუდი ენით წკაპუნის ხმას გამოსცემდა, ხმები ზედაპირიდან ირეკლებოდა და მას ახლომდებარე ნივთებს “აჩვენებდა”. ის, ასე ვთქვათ, ხედავდა და არჩევდა, მაგალითად, გაჩერებულ მსუბუქ და სატვირთო მანქანას. როდესაც რომელიმე სახლს უახლოვდებოდა, რომელშიც ჯერ არ იყო ნამყოფი, მას სიზუსტით შეეძლო ეთქვა, სად იყო სამზარეულო და სად – კიბე.
უფლის ღრმა და შეურყეველი რწმენით, ბიჭუნა და დედამისი მისი სიცოცხლისთვის იბრძოდნენ, მაგრამ სიმსივნე მალე ბენის ტვინში და ხერხემალზე გავრცელდა, ის 2009 წლის იანვარში, 16 წლის ასაკში გარდაიცვალა.

თარგმნა ანა პაპიძემ 

კომენტარები

სხვა სიახლეები