ლურჯ ავტობუსში მომხდარი თბილისური ისტორია და საინტერესო მძღოლი

სოციალურ ქსელში ერთ-ერთი მომხმარებელი 37 ნომერი ავტობუსის მძღოლის ფოტოს აქვეყნებს და წერს, რომ მძღოლმა მგზავრები გაახალისა და პოზიტიური განწყობა შეუქმნა. “კაცი პოზიტივი !!! ლურჯი ავტობუსით ვიმგზავრე დღეს. მძღოლი იყო ფანტასტიკა. გარეთ რუხი, დაღვრემილი ადამიანები დადიოდნენ და მეც ეგეთი ავედი ავტობუსში. ავედი და მოღიმარი სახეები დამხვდა… 1 წუთში მეც ვიცინოდი – მძღოლი მიკროფონით გვესაუბრებოდა: უდიდესი ტაქტით და იუმორით მოგვიწოდებდა ბილეთების აღებას, მოახლოებულ გაჩერებაზე შემმოწმებლების ამოსვლას აანონსებდა და მოსალოდნელი ჯარიმის თავიდან აცილებას გვთავაზობდა. შემმოწმებლებს კი წინასწარ, გარე დინამიკებით ამცნო, რომ კეთილსინდისიერი მგზავრებით იყო დახუნძლული… ბოლო გაჩერებაზე ყველა დაგვლოცა, ბედნიერი დღე გვისურვა და ღიმილიანი სახით გამოგვაცილა… ალალი კაცი, ალალი გული და ავტობუსის სამ გაჩერებაში, პოზიტიურად გადაქცეული ერთი უსახური დღე. მადლობა პატივცემულო. #37ლურჯიავტობუსისმძღოლი “, – წერს პოსტის ავტორი.

კომენტარები

სხვა სიახლეები