“გიორგი გაბუნია ზოგჯერ ზღვარს სცდება” – სოფო ნიჟარაძე

 “როცა ჩემზე ლაპარაკობს, ავიწყდება ის ფაქტი, რომ ამას მილიონობით ადამიანი ისმენს”  განაცხადა მომღერალმა სოფო ნიჟარაძემ ჟურნალ “სარკესთან” საუბრისას.
საქმე ეხება ჟურნალისტ გიორგი გაბუნუნიას მიერ გაკეთებულ განცახდებას, რომ თითქოს სოფო ნიჟარაძე ორსულად არის და ის “მხოლოდ ქათულის”  კონცერტებს ვერ დაესწრებოდა.
– ჩვენ ძალიან ახლო მეგობრები ვართ, ამიტომაც გასაკვირი არ არის, რომ მე ვყავარ ამოჩემებული. თუმცა, ხანდახან ისეთ ზღვარს გადასცდება ხოლმე, რომ ალბათ ჰგონია, სამზარეულოში ვსხედვართ და იქ ვსაუბრობთ. როცა ჩემზე ლაპარაკობს, ავიწყდება ის ფაქტი, რომ ამას მილიონობით ადამიანი ისმენს.
– როდესაც პირდაპირ ეთერში თქვა, რომ თქვენ ორსულად ხართ და ამიტომ არ იცოდა, “მხოლოდ ქართულში” როგორ შეძლებდით მუშაობის გაგრძელებას, როგორი იყო თქვენი რეაქცია, როცა ეს მოისმინეთ?
– სამზარეულოში ვიჯექი, როცა გიორგის ვუყურებდი “შუადღის” ეთერში. ეს რომ თქვა, ყავა გადამცდა, შოკში ჩავვარდი, არ ვიცოდი გამცინებოდა თუ გავბრაზებოდი, მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ კარგად ვიცი გიორგის ტიპაჟი, უბრალოდ ვერ გავბრაზდი.
არადა ძალიან ძნელი იყო იმის მიღება, რომ მეგობარი შენზე ხუმრობს პირდაპირ ეთერში და შეიძლება მაყურებლის დიდ ნაწილს ეს დაეჯერებინა.
სულ რომ სიმართლე ყოფილიყო, ნამდვილად არ მენდომებოდა, მეგობარს პირდაპირ ეთერში ჩემი ცხოვრების დეტალები მოეყოლა. მაგრამ გიორგი არის გიორგი, რაც მისთვის მიპატიებია, სხვისთვის არავისთვის მიპატიებია.

ჟურნალი “სარკე” 

კომენტარები

სხვა სიახლეები