რას წერს ფეისბუქზე სასტიკად მოკლული 9 წლის გოგონას დამრიგებელი-“ბრძენს დავძახოდი”

გორში მოკლული 9 წლის ნანიკო ბერიაშვილის სკოლის დამრიგებელი სოციალურ ქსელში გარდაცვლილ მოსწავლეს იხსენებს.
“შუაში ანგელოზივით ზის! ვაი შენს დედას რით ვანუგეშოთ? ჩემი უნიჭიერესი გოგო! ბრძენს დავძახოდი ისეთი აზრები მოსდიოდა იმ ლამაზ თავში, კლასში ლიდერი იყო, ახლაც სკოლაში შეჯიბრი უნდა ყოფილიყო, ტვინების ბრძოლა და ნანიკო კაპიტანი იყო გუნდის! დიდი დანაკლისი განიცადა მე-5 სკოლამ! ყველამ ერთად გამოვიძიოთ და ვიპოვოთ ის არაკაციიიიი!,- წერს მასწავლებელი სოციალურ ქსელში.
შეგახსნებეთ, რომ რამდენიმე საათიანი ძებნის შემდეგ, გორში, ლიახვის პირზე 9 წლის ნანიკო ბერიაშვილის ცხედარი იპოვეს. წინასწარი ინფორმაციით, გოგონას თავზე ცელოფანი ჰქონდა შემოხვეული, ხელ-ფეხი კი მავთულით შეკრული. ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ გოგონას მკვლელობის ბრალდებით, წარსულში ნასამართლევი 34 წლის მამაკაცია დაკავებული.
“იმ მარშრუტის დადგენის შედეგად, რომლითაც ბავშვი გადაადგილდებოდა ყველა სახლი გაიჩხრიკა. ერთ-ერთ სახლში აღმოჩნდა სისხლის კვალი, რის საფუძველზეც დავაკავეთ ი.ნ. ის იქ სარემონტო სამუშაოებს ასრულებდა. მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 109 მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას დამამძიმებელ გარემოებაში გულისხმობს”, – განაცხადა შს მინისტრს პირველმა მოადგილემ კახა საბანიძემ.

კომენტარები

სხვა სიახლეები