როგორც ირკვევა, დაგეგმილია მინისერიალის გადაღება, რომელშიც სულ სამი ეპიზოდი იქნება – თითოეული 90-წუთიანი. სერიალი დიდი ბრიტანეთის ტერიტორიაზე BBC One -ის ეთერში გავა. ონლაინკინოთეატრი ნეტფლიქსი ამ სერიალის რეალიზებას მთელს მსოფლიოში განახორციელებს.
სერიალში მოქმედება განვითარდება 1897 წელს, ტრანსილვანიაში. გრაფი დრაკულა გადაწყვეტს, რომ ვიქტორიანული ეპოქის ლონდონს თავს დაესხას.
პროექტზე მუშაობენ სტივენ მოფატი და მარკ გეტისი, რომლებმაც სერიალებზე „შერლოკი“ და „ექიმი ჰუ“ იმუშავეს . პროექტის გამოსვლის ზუსტი თარიღი ჯერჯერობით უცნობია.
სხვა სიახლეები