ქეით მიდლტონის და მშობიარობისთვის ემზადება

კემბრიჯის ჰერცოგინია, ქეით მიდლტონის უმცროსი და, პიპა მალე დედა გახდება. ამის შესახებ The Daily Express იუწყება.

თავდაპირველად, ჟურნალისტმა, რობერტ ჯონსონმა, რომელიც სამეფო ოჯახთან დაახლოებული პირია, განაცხადა, რომ უმცროსი მიდლტონი საავადმყოფოში მოხვდა, ზუსტად მას მერე, რაც პრინც ჰარის მეუღლის, მეგან მარკლის ორსულობის შესახებ გახდა ცნობილი. თუმცა, მოგვიანებით გაირკვა, რომ შეშფოთების მიზეზი არ არსებობს.
გამოცემის ინფორმაციით, 35 წლის პიპა, რომელიც გასულ წელს გათხოვდა, იმ სამშობიაროში შეამჩნიეს, სადაც მალე უნდა იმშობიაროს. ასევე სამშობიაროში უკვე მივიდა მისი მეუღლე ჯეიმს მეთიუზი, რომელიც შენობაში დიდი ჩანთით შევიდა.
ამავე სამშობიაროში დაიბადა ქეით მიდლტონის სამივე შვილი, ასევე, აქ იმშობიარა პრინცესა დიანამ.
ამ მომენტისთვის, ოფიციალური ინფორმაცია ოჯახში მატებასთან დაკავშირებით, არ გავრცელებულა.

კომენტარები

სხვა სიახლეები