ტელეკომპანია BBC-ის პირდაპირ ეთერში, ანომალიური სიცხის შესახებ საუბრის დროს, სინოპტიკოსი ცუდად გახდა. მარკ მაკარტი დიდი ბრიტანეთის ზოგ რეგიონში მეტისმეტი სიცხის შესახებ ყვებოდა და თავი აშკარად ცუდად იგრძნო. წამყვანი მისი ჯანმრთელობის მდგომარეობით დაინტერესდა, ამ დროს, მარკმა ბოდიშის მოხდა მოასწრო და იატაკზე დავარდა. მალევე მისთვის სასწრაფო სამედიცინო დახმარება გამოიძახეს და ახლა ის თავს უკეთ გრძნობს.
ინციდენტის შემდეგ, მაკარტიმ მაყურებლებს ბოდიში სოციალურ ქსელებში მოუხადა, თუმცა ტელეკომპანიის რედაქტორებმა განაცხადეს, რომ მას ბოდიში არა აქვს მოსახდელი, რადგან პირდაპირ ეთერში ყველაფერი შეიძლება მოხდეს.
სხვა სიახლეები