პილოტებმა თვითმფრინავში ერთმანეთს სცემეს

თვითმფრინავში, რომელიც მეშჰედიდან ბაღდადში მიფრინავდა, პილოტმა და მისმა თანაშემწემ კაბინაში ერთმანეთს სცემეს. თანაშემწის განცხადებით, მას პილოტმა საკვების მიღება აუკრძალა, რასაც ჩხუბი მოჰყვა. ამ დროს თვითმფრინავი 11 277 მეტრის სიმაღლეზე იყო, საბედნიეროდ, მისი დასმა უსაფრთხოდ მოხერხდა.
ერაყის ავიახაზებმა პილოტს და მის თანაშემწეს მუშაობის უფლება შეუჩერა.

 

 

 

კომენტარები

სხვა სიახლეები