კრიმინალური ავტორიტეტის მკვლელობა ვიდეოკადრებში მოხვდა. პარასკევის ღამეს, რუსეთის ქალაქ ნოვოკუზნეცკში, ბარ „ჯამბულში“ მკვლელობა მოხდა, რომელიც სათვალთვალო კამერის ობიექტივში მოხვდა. ჩანაწერში ჩანს, რომ დაწესებულებაში, სადაც რამდენიმე მამაკაცი ერთობოდა, მუქ სამოსში ჩაცმული ახალგაზრდა შევიდა. ის მიუახლოვდა ერთ-ერთ მამაკაცს და ცეცხლსასროლი იარაღიდან მიბჯენით რამდენიმე გასროლა განახორციელა. თავდამსხმელი გაიქცა, დაჭრილი კი მიღებული ჭრილობებისგან ადგილზე გარდაიცვალა. დაღუპული 39 წლის ალექსანდრე ჟესტოკოვი იყო, რომელიც ციხიდან ერთი თვის წინ გაათავისუფლეს. ერთ-ერთი ვერსიით, ბარში სწორედ საპატიმროდან მის გათავისუფლებას აღნიშნავდნენ. ჟესტოკოვი ერთ-ერთი ადგილობრივი კრიმინალური დაჯგუფების ლიდერი იყო.
[youtube]https://www.youtube.com/watch?v=GvHfmZGq0OU&feature=youtu.be[/youtube]