ოდითგანვე ბრძენებმა იცოდნენ: სამყაროში ყველაფერი ურთიერთდამოკიდებულებაში მოდის – ადამიანი და კოსმოსი, ვარსკვლავი და ქვა. ასტროლოგები აღწერდნენ ზოდიაქოს ნიშნებს, სამკაულები თილისმად გამოიყენებოდა. თითოეული ადამიანი ცდილობდა, პოზიტიური ენერგია მიეზიდა. რომელ ძვირფას ქვას შეუძლია იღბალი მოგვიტანოს და რომელი სამკაული შევარჩიოთ? ზოდიაქოს ნიშნები გაგვცემს ამ კითხვებზე პასუხს.
ვერძი: ბრილიანტი
ბრილიანტი წარმატების, სიყვარულისა და ჯანმრთელობის
სიმბოლოდ ითვლება. იგი მტრებისგან და შიშებისგან გიცავთ, გმატებთ გამბედაობას და გეხმარებათ კონფლიქტებში გამარჯვებაში. თუმცა, ბრილიანტი ბედნიერებას მხოლოდ სუფთა გულის მქონე ადამიანს ჩუქნის. თუ ვინმეს ეს ქვა არაპატიოსანი გზით ერგო, მისი პოზიტიური ენერგია ქრება და ამ ადამიანის საწინააღმდეგოდ შეიძლება შემოტრიალდეს.
კურო: ზურმუხტი
ზურმუხტი ვენერასთან იყო დაკავშირებული და ჩვენი წინაპრები თვლიდნენ, რომ მას შეუძლია სიყვარულისა და ერთგულების შენარჩუნება. შეყვარებულებს იგი ჩუქნის უკეთესი მომავლის იმედს და ხანგრძლივი, ბედნიერი ურთიერთობის პირობას, თუ წყვილის გრძნობები გულწრფელი და სუფთაა. ზურმუხტი თავის მფლობელს ჰარმონიის, სიბრძნისა და სიმშვიდის შეზენაში ეხმარება.
ტყუპები: მარგალიტი
ამ ქვას შეუძლია სიყვარული და წარმატება მოგიტანოთ, დაგეხმარებათ იოლად გადალახოთ სირთულეები. ღიმილით ატარეთ მარგალიტი და სიხარულსა და სიმდიდრეს მიიზიდავთ. მოღუშულ ადამიანებზე შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს. ითვლება, რომ მარგალიტი შურიანი ხალხისგან და მოტყუებისგან იცავს.
კირჩხიბი: ძოწი
ამ ალისფერი ქვის პოზიტიური ენერგია მზის სიკაშკაშესთან არის კავშირში, რომელსაც ადამიანებისთვის სულიერი წონასწორობა და კეთილდღეობა მოაქვს. ძოწი დაგეხმარებათ სასიცოცხლო ძალების მოკრებაში, საკუთარ თავში საუკეთესო თვისებების აღმოჩენასა და ორმხრივი მგძნობების მოპოვებაში. თუ მას ღამით ბალიშის ქვეშ ჩადებთ, ეს ბედნიერი სიზმრების საწინდარი გახდება.
ლომი: ციტრინი
ითვლება, რომ ციტრინის ოქროსფერი ციალი იზიდავს ფულს და ზრუნავს მფლობელის კეთილდღეობაზე. ძველად სჯეროდათ, რომ ციტრინი ახალი იდეების მოფიქრებაში ეხმარება, ასევე, მას შეუძლია სიხარულის მოტანა. მკურნალების აზრით, ქვა წმენდს ორგანიზმს, ეხმარება სტრესისა და დეპრესიის მოხსნაში.
ქალწული: საფირი
საფირის სუფთა ციმციმი ხსნის გონებას, გარიდებთ ნეგატიურ ემოციებს, გეხმარებათ ტყუილის გამოვლენაში, ფინანსური საქმეების მოგვარებაში და ხანგრძლივი ურთიერთობის დამყარებაში. საფირს ბედის ქვას უწოდებენ, იგი თავმდაბლობის სიმბოლოდ ითვლება, ამასთან, აძლიერებს ქალის მიმზიდველობას.
სასწორი: ოპალი
ამ ქვას უამრავი ელფერი დაჰკრავს, თითოეულს სიმბოლური დატვირთვა აქვს. ღია ოპალი – სულიერი სისუფთავისა და ჰარმონიის ნიშანია. მუქი ტყუილის გამოვლენასა და წინააღმდეგობების გადალახვაში ეხმარება. კაშკაშა ფერის ქვა უბედურებისგან დაგიცავთ. თუმცა, ოპალს წარმატება მხოლოდ პატიოსანი, სამართლიანი ხალხისთვის მოაქვს.
მორიელი: ტოპაზი
ტოპაზი მფლობელს ეხმარება, გამოიცნოს ადამიანების ჭეშმარიტი მიზნები, გაიგოს ამა თუ იმ ქმედების მოტივი, გამოააშკარავოს სიცრუე და ინტრიგები. თილისმად მისი გამოყენება – იდეალურია. იგი ამშვიდებს ნეგატიურ ემოციებს, ამძაფრებს ქალურ სილამაზესა და მომხიბვლელობას, იცავს შურისგან და მატებს საკუთარ თავში რწმენას.
მშვილდოსანი: ფირუზი
აღმოსავლეთში ამ ქვას განსაკუთრებით აფასებდნენ, უწოდებდნენ ბედნიერების ქვას. ითვლება, რომ ფირუზი საქმეებში წარმატების მიღწევაში ეხმარება. ასევე, მატებს თავდაჯერებულობას, ეხმარება სანუკვარი ოცნებების ახდენაში.
თხის რქა: ლალი
ლალი სუფთა გრძნობებისა და სიყვარულის სიმბოლოა. იგი ეხმარება წარმატების მიღწევაში, ასევე დეპრესიისგან იხსნის მფლობელს. სასურველია, მოგზაურობისას თან ატაროთ და აჩუქოთ ახლობელს მეგობრობის ნიშნად.
მერწყული: ამეთვისტო
ამეთვისტო სიბრძნეს მატებს., ეხმარება გონების განათებაში, იცავს ილუზიებისა და შავი ძალების მზაკვრული ჩანაფიქრისგან. ქვა მომწამვლელ ნივთიერებებს ანეიტრალებს. ამეთვისტოს სიმშვიდე და წარმატება მოაქვს, ეხმარება უძილობის დაძლევას.
თევზები: აკვამარინი
ეს ქვა ამშვიდებს, როგრც ანკარა წყარო. მფლობელს სილაღეს ჩუქნის, ამიტომ მოუხდება მათ, ვინც მედიტირების პრაქტიკას გადის. იგი იცავს ჭორებისგან, ეხმარება საკუთარი თავის უკეთ შეცნობაში. დადებითად ზემოქმედებს ღვიძლისა და კუჭის მუშაობაზე.
წყარო:http://daqali.marao.ge