სოციალურ ქსელში პოპულარულია 32 წლის გერმანელის ნიკოლ სტეფანის „ინსტაგრამი“. ის გამომწერებისთვის საინტერესო თავისი სხეულითაა, რომელიც თითქმის მთლიანად ტატუირებულია.
დრეზდენის მკვიდრი ქალი სოციალურ ქსელში თავისი მოხატული სხეულის თამამ ფოტოებს რეგულარულად აქვეყნებს. სტეფანი ხუმრობს, რომ უკვე იმდენი ტატუ გაიკეთა, რომ ტანსაცმელი აღარ სჭირდება, რადგან მთელი კანი ფერადი ნახატებითაა დაფარული. მას სხეულზე ბევრი პირსინგიც აქვს.
ტატუირებისადმი მიდრეკილება ნიკოლმა 14 წლის ასაკში იგრძნო, როდესაც ამერიკული ჯგუფის Backstreetboys-ის ფანი გახდა. პირველი ტატუ სწორედ ამ ჯგუფის ერთ-ერთი სოლისტის შთაგონებით გაიკეთა. ამასთანავე ნიკოლი ირწმუნება, რომ ფრიკ-მოდელი არ არის. ამბობს, რომ უყვარს თავისი სხეული და ამიტომაც აძლევს საშუალებას თავის გამომწერებს მისი ხილვით დატკბნენ.
ნიკოლის ბოიფრენდს ასევე აქვს არა ერთი ტატუ, თუმცა არა იმდენი რაოდენობით, რამდენიც მის რჩეულ ქალს გააჩნია.
ნიკოლი პოპულარული მოდელი გახდა გერმანელ ფოტოგრაფებს და მხატვრებს შორისაც. ის გერმანიაში ცნობილ შოუ Horror Tattoos-ს ჟიურის წევრიცაა.
სხვა სიახლეები