კამერუნის პრეზიდენტი, 85 წლის პოლ ბია მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას გეგმავს. გამარჯვების შემთხვევაში ის მეშვიდედ გახდება კამერუნის პრეზიდენტი.
კამერუნში არჩევნები 7 ოქტომბერს უნდა გაიმართოს. პოლ ბია ამავდროულად მმართველ პარტიას „კამერუნელი ხალხის დემოკრატიულ გაერთიანებას“ ხელმძღვანელობს.
პოლ ბიამ განცხადება კვლავ პრეზიდენტობის სურვილის შესახებ თავის „ტვიტერში“ გამოაქვეყნა-„ძვირფასო თანამემამულენო! ვაცნობიერებ რა იმ პრობლემებს, რომლებიც ერთად უნდა გადავჭრათ, რათა კამერუნი კიდევ უფრო სტაბილური, აყვავებული და ერთიანი გავხადოთ, მე ვიღებ გადაწყვეტილებას თქვენს მოწოდებებს თანხმობით ვუპასუხო. მე ვიქნები თქვენი კანდიდატი მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებზე.“