„საქართველოს 20% რუსეთის მიერ ოკუპირებულია“ – ქართველი ჟურნალისტი მუნდიალის ფინალს ასეთი წარწერიანი მაისურით წაიყვანს

„საქართველოს 20% ოკუპირებულია რუსეთის მიერ“- პირველი არხის სპორტის მიმართულების ხელმძღვანელი და კომენტატორი გიორგი ზურაბიშვილი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალურ შეხვედრას მოსკოვიდან, „ლუჟნიკი“-ს სტადიონიდან ამ წარწერიანი მაისურით წაიყვანს.
„შიგ ლუჟნიკებზე! დღეს კიდევ ერთი ოცნება ამიხდება. მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალი სტადიონიდან უნდა წავიყვანო. ამაზე მთელი ბავშვობა ვოცნებობდი და ძალიან მადლიერი ვარ, რომ
ასეთი შესაძლებლობა მეძლევა. გაუღიმეთ სამყაროს და ისიც გაგიღიმებთ თქვენ!
ყველაფერთან ერთად ჩემი
საყვარელი გუნდი თამაშობს ფინალში
და ოცნება სრულყოფილად რომ
ახდეს, იმედია ფრანგები ასწევენ თასს! ერთი ის არის, ჩვენი ქვეყნის ოკუპანტ ქვეყანაში იმართება ჩემპიონატი. ფინალიც მოსკოვშია და ეს დიდად სასიამოვნო
არ არის, მაგრამ რას ვიზამთ. ანა ბოჭოიძის ძალიან კარგი დიზაინი დავბეჭდე
მაისურზე, ჩავიცვი და ასე ვაფიქსირებ ჩემ სამოქალაქო პოზიციას“, -წერს გიორგი ზურაბიშვილი ფეისბუქის პირად გვერდზე.

კომენტარები

სხვა სიახლეები