ბრიტანელმა ბლოგერმა, სტივ სლეჩერმა საქართველოში იმოგზაურა და საკუთარ ბლოგზე იმ შთაბეჭდილებებზე წერს, რომელიც ქართულმა სტუმართმოყვარეობამ და ღვინომ დაუტოვა.
კაცი მთელ მსოფლიოში მოგზაურობს და სხვადასხვა ქვეყნების ღვინოების შესახებ წერს.
როგორც თავად აღნიშნავს, ქვევრის ღვინომ მასზე განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოახდინა.
„ღვინის მოყვარულთაგან და საკუთარი გამოცდილებიდან ვიცი, რომ საქართველოსა და ქართულ ღვინოს რაღაც განსაკუთრებული გააჩნია. ღვინო ქართველების კულტურასთანაა შერწყმული. მესმის, იფიქრებთ, რომ ეს სხვა ქვეყნებისა და ღვინოების შემთხვევაშიც ასეა, მაგრამ საქართველოში ღვინო უფრო მაღალ საფეხურზე ჰყავთ აყვანილი.
საქართველო უბრალოდ ღვინის მსმელთა ქვეყანა არაა. ის ასევე არის ღვინის მწარმოებელთა ქვეყანაც.
ქართველებისთვის მნიშვნელოვანია ნათესავები, მეგობრები, საკვები, სასმელი, პატრიოტიზმი, ღმერთი და ეკლესია“ – წერს ბლოგერი.
წყარო:https://imedinews.ge