მკვლელებს უგებენ წესს? – ნათია ფანჯიკიძე მიცვალებულის წესისი აგების შესახებ

ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე სოციალურ ქსელში მიცვალებულის  წესის აგების შესახებ წერს:

“ნარკოტიკით გარდაცვლილებს წესს არ აუგებენო… თვითმკვლელობად განიხილავენ? თუ ნარკოდამოკიდებულია, მაგრამ სიბერემდე იცოცხლა, მაშინ აუგებენ? დაღუპულ ალპინისტებს უგებენ წესს? ისინიც ხომ სიკვდილს ეთამაშებიან, თანაც ასე უტიფრად და თამამად? საერთოდაც, თვითმკვლელებს რატომ არ უგებენ წესს? მორწმუნე ოჯახებისთვის ეს ძალიან დიდი ტრავმაა. ბერად რომ აღიკვეცებიან, სიმბოლურად ხომ კვდებიან საერო ცხოვრებისთვის, ანუ ზურგს აქცევენ “ჩვეულებრივ სიცოცხლეს”. სავლე რომ პავლედ იქცა, მან ხომ ძველი, ცოდვილი თავი “მოკლა” და ახალი “მე” შეიძინა. ყველაფერში, ყველგან, ყველა ნაბიჯზე შეგვიძლია ვიპოვოთ ნაწილობრივ განხორციელებული თვითმკვლელობა, სიმბოლური თუ სრული.
მკვლელებს უგებენ წესს? გაუფრთხილებლობით მკვლელობასა და გაუფრთხილებლობით თვითმკვლელობას შორის რომელია ნაკლები ცოდვა? საერთოდ რატომ უგებენ ვინმეს წესს? რატომ გვეკრძალება სიკვდილი, თუკი ჩვენი სიცოცხლე ცოდვაა? სამოთხის კარის საკონსულოში გაყალბებული დოკუმენტაციით ჩადგება ხალხი რიგში, ისედაც ხშირად იმალებოდა გარდაცვალების მიზეზი და კიდევ ერთი “ცოდვა” გაჩნდება ამგვარად. რა აზრის არის ეკლესია ფსიქიკურ აშლილობებზე დღეს? ძალიან მაინტერესებს ამ კითხვებზე პასუხი. საინტერესო პოზიციის გაფორმებაცაა ერთგვარად – სიკვდილი სირცხვილია.
ზოგიერთი სიკვდილი განსაკუთრებით. ბოდიში, რომ მოვკვდი, ძალიან მერიდება – საფლავის ქვებს წარწერა დაამშვებებდა”. – წერს ფანჯიკიძე.

კომენტარები

სხვა სიახლეები