ბუბა კიკაბიძე: მიხეილ სააკაშვილი განათლებული, არაორდინალური ადამიანია

ქართველი მომღერალი და მსახიობი, ვახტანგ (ბუბა) კიკაბიძე 19 ივნისს 80 წლის გახდა. DW-ის რუსული სამსახურის ჟურნალისტმა ჟანა ნემცოვამ მასთან ვრცელი ინტერვიუ ჩაწერა. ინტერვიუში ვახტანგ კიკაბიძემ თავის შემოქმედებასა და ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილზეც ისაუბრა.
“მინდა მიშას კომპლიმენტი ვუთხრა. როცა მიშა ხელისუფლებაში იყო, მთელმა მსოფლიომ შეიტყო საქართველოს შესახებ. ახლა ამ თემაზე თითქმის არავინ საუბრობს, რადგან თბილისში არსებულ მთავრობას საუბარი არ სურს. მეც არ მსურს ქართულ პოლიტიკაზე საუბარი. თუმცა, ახლა აქ მიშა რომ იყოს, ალბათ, სხვა ქალაქებიც უფრო გალამაზდებოდა.
სახელისუფლებო პირი უნდა აკონტროლებდეს თავის ქმედებებს. ის განათლებული, არაორდინალური ადამიანია, რომელსაც 200%-ით უყვარს თავისი სამშობლო. იყო შეცდომები, თუმცა მე მსახიობი ვარ და ჩემი საქმე არ არის განვიხილო, რაც პოლიტიკაში ხდება.აქ რომ მიშა ყოფილიყო, ვფიქრობ, რომ ძალიანაც კარგი იქნებოდა. მე რატომღაც ასე ვფიქრობ, რადგან ადამიანი საკუთარ შეცდომებზე ბრძენდება და უკეთ აცნობიერებს შეცდომებს. დღეს კი ვფიქრობ, რომ აღარაფერი ხდება”,- აცხადებს კიკაბიძე.

წყარო:http://www.resonancedaily.com

კომენტარები

სხვა სიახლეები