მობილურმა ოპერატორმა „ვიონი საქართველო“ განაცხადა, რომ დღეიდან “ბილაინის” მომხმარებელს ულიმიტო ინტერნეტის ახალი პაკეტით სარგებლობა შეუძლია. პაკეტის ღირებულება სულ 1 ლარია და მომხმარებელს ულიმიტო ინტერნეტით აქტივაციის მომენტიდან 3 საათის განმავლობაში უზრუნველყოფს.
ამასთან, მომხმარებელს შეუძლია 3-საათიანი ულიმიტო ინტერნეტი დღეში რამდენჯერმე შეიძინოს. 3 საათიანი ულიმიტო ინტერნეტის აქტივაცია ხდება კოდით *120*180#.
ბილაინი მომხმარებელს სთავაზობს ინტერნეტპაკეტების ფართო არჩევანს, მორგებულს სხვადასხვა საჭიროებაზე, 3G და 4G/LTE ქსელში, მთელი საქართველოს მასშტაბით. „ბილაინის“ მიზანია, მის მომხმარებელს ჰქონდეს ხელმისაწვდომი და მარტივი წვდომა მაღალი ხარისხის მობილურ ინტერნეტზე.
დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ: www.beeline.ge ან media@beeline.ge
R