მეგან მარკლის ბიძაშვილი აღიარებს, რომ მათი ოჯახი პირველ ამერიკელ სერიულ მკვლელს ენათესავება

მეგან მარკლის და პრინც ჰარის ქორწილამდე ცოტა დრო დარჩა, პატარძლის ირგვლივ სულ უფრო მეტი სკანდალური ინფორმაცია ვრცელდება. ბრიტანულ არხ Channel 4-ზე, გადაცემა „მარკლების გაცნობაში“, მეგან მარკლის ბიძაშვილმა ჯეფ მაჯეტმა ისეთი აღიარება გააკეთა, რომელიც ალბათ ჯობდა თავისთვის დაეტოვებინა. ჯერ-ჯერობით უცნობია, თუ რა რეაქცია ჰქონდა ამ აღიარებაზე დედოფალ ელისაბედს და მთელ სამეფო ოჯახს.
ამერიკელმა ადვოკატმა და მეგან მარკლის ბიძაშვილმა მაჯეტმა განაცხადა, რომ ისინი პირველი ამერიკელი სერიული მკვლელის ჰენრი ჰოლმსის ( ჰერმან მაჯეტი) ნათესავები არიან. 1880-იან წლებში მის სათვალავში 200-ზე მეტი მსხვერპლი იყო. ცნობილია, რომ ჰერმან მაჯეტი ექიმი იყო და პარალელურად, საიდუმლო ცხოვრებას ეწეოდა, რაც ჯეკ-მფატრავის ისტორიას ძალიან ჰგავს. მის მიერ ჩადენილი ყველა მკვლელობა ძალიან ჰგავს იმ სისხლიან დანაშაულებებს, რომლითაც ჯეკმა “გაითქვა სახელი”.
“CSI”-სა და “FBI”-ის გამომძიებლები ავითარებდნენ ვერსიას, რომ ჯეკი და ჰოლმსი ერთი და იგივე ადამიანია. შესაძლოა, მე და ჩემი და მეგანი ჯეკ-მფატრავის ნათესავები ვართ. არა მგონია, დედოფალმა ამის შესახებ იცოდეს…“-განაცხადა მაჯეტმა.
მისი თქმით, მათმა მკვლელმა ნათესავმა იყიდა უძრავი ქონება აფთიაქის ირგვივ, გააერთიანა შენობები და გააკეთა სასტუმრო, რომელსაც ადგილობრივებმა ციხესიმაგრე უწოდეს. შენობის ნაწილი გამოიყენებოდა სავაჭრო სივრცეებად, ზედა ორ სართულზე კი იყო მისი ოფისი და სიკვდილის ლაბირინთი -იქ იყო განთავსებული ათეულობით ოთახი ფანჯრების გარეშე, კიბეები, რომლებიც არსად მიდიოდა, კარების გაღება კი მხოლოდ გარედან შეიძლებოდა. სწორედ იქ ხოცავდა ის ადამიანებს. ძირითადად ესენი იყვნენ სასტუმროს კლიენტები, ხანდახან კი თანამშრომლებიც. ზოგიერთ მსხვერპლს მაჯეტი ხმაგაუმტარ ოთახებში კეტავდა, სადაც ბუნებრივი აირი შედიოდა, ზოგიერთს კი სხვადასხვანაირი მოწყობილობით აწამებდა. ცხედრების ნაწილს იგი ღუმელში წვავდა ან მჟავაში დებდა, ზოგს კი კირქვით სავსე ორმოში ყრიდა და მათ გახრწნას ელოდებოდა.
როდესაც იმ დროის სამართალდამცველებმა მაჯეტის გამოჭერა შეძლეს, მან მხოლოდ 27 მკვლელობა აღიარა. ეს საკმარისი იყო იმისთვის, რომ 1896 წელს მაჯეტისთვის სიკვდილით დასჯა მიესაჯათ. სიკვდილის წინ მან ითხოვა, მისი ცხედარი ბეტონში მოეთავსებინათ, რათა არავის შეძლებოდა მისი ამოთხრა და დანაწევრება, როგორც ამას თავად აკეთებდა ხოლმე. მისი თხოვნა დააკმაყოფილეს.
მოგვიანებით კი გამოჩნდა მტკიცებულებები, რამაც დაადასტურა, რომ მაჯეტმა 200-ზე მეტი ადამიანი აწამა და მოკლა.

კომენტარები

სხვა სიახლეები