უხუცესი მეცნიერი ევთანაზიისთვის შვეიცარიაში მიემგზავრება

ავსტრალიის ყველაზე მოხუცი მეცნერი, 104 წლის დევიდ გუდოლი შვეიცარიაში, ევთანაზიის ჩასატარებლად მიემგზავრება.
იმის მიუხედავად, რომ ავსტრალიის შტატ ვიქტორიაში ევთანაზია 2017 წლის ბოლოს გახდა ლეგალური, მისი გამოყენება მხოლოდ განუკურნებული სენით დაავადებული ადამიანების მიმართ არის დაშვებული. გუდოლი, რომელსაც აპრილში 104 წელი შეუსრულდა, არ განეკუთვნება ამ კატეგორიის ადამიანებს, თუმცა, მას არ სურს სიცოცხლის გაგრძელება მრავალი შემაწუხებელი დაავადებების გამო, რომლებმაც მისი ცხოვრების ხარისხი გააუარესეს.
მეცნიერის თხოვნა ევთანაზიის შესახებ დაჩქარებულად განიხილეს იმ სააგენტოში, რომელიც ბაზელში მდებარეობს და შესაბამის მომსახურებას სთავაზობს კლიენტებს. ამ უკანასკნელი მოგზაურობისთვის, აქტივისტებმა, მეცნიერს 15 ათასი დოლარი შეუგროვეს. გუდოლი შვეიცარიაში მაისის დასაწყისში აპირებს გამგზავრებას.
დევიდ გუდოლი გეობოტანიკის და ეკოლოგიური სტატისტიკის სფეროში მოღვაწეობს. ის ედიტ კოუენის სახელობის უნივერსიტეტის პროფესორია. ორი წლის წინ, უნივერსიტეტის ხელმძღვანელების მიერ მიღებულმა გადაწყვეტილებამ მეცნიერის პენსიაში გაშვების თაობაზე, საერთაშორისო რეზონანსი გამოიწვია. მთელი მსოფლიოს ირგვლივ მყოფი გუდოლის კოლეგების ზეწოლის შედეგად, ის თანამდებობაზე აღადგინეს.

კომენტარები

სხვა სიახლეები