ექიმმა საავადმყოფოს 48 ათასი მოპარა, მოკლა მეგობარი გოგო და შემდეგ თავი მოიკლა (ფოტო)

48 წლის ექიმი და მისი ახალგაზრდა მეგობარი გოგონა გადასახადის გადამხდელების იმ ფულთან ერთად გაუჩინარდნენ, რომელიც ინგლისის ერთ-ერთი კლინიკის თანამშრომლების ხელფასებისა და პენსიებისთვის იყო გამოყოფილი. მხოლოდ ერთი წლის შემდეგ მოხერხდა კაბო-ვერდეს ერთ-ერთ კურორტზე მყოფი წყვილის პოვნა. თუმცა, მათი დაპატიმრება შეუძლებელი აღმოჩნდა. გამოძიების ინფორმაციით, ტიტუს ბრედლიმ 28 წლის ნოემი ჯერჯელი ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით მოკლა, შემდეგ კი თავი მოიკლა.
წყვილი სასტუმროში ტრაგედიამდე ორი დღით ადრე დარეგისტრირდა. მენეჯერის გადმოცემით, მკვლელობის დღეს ტიტუსი ჩვეულებრივად იქცეოდა. ის ნოემისთან ერთად სასეირნოდ წავიდა, საღამოს ისინი ნომერში დაბრუნდნენ. სასტუმროს პერსონალის განცხადებით, მათი ნომრიდან ჩხუბის ხმა გაისმა, შემდეგ კი გასროლის ხმაც გაიგონეს. დაღუპულების ცხედრები აბაზანაში იპოვეს, იქვე ნახეს მათი ძაღლიც.
2012 წელს ტიტუსი ცოლს გაშორდა, რომელთან ერთადაც, 12 წლის ვაჟს ზრდიდა. ნოემიმ ის ლონდონის კლუბში გაიცნო, სადაც ქალი პიარის კუთხით მუშაობდა. ამ დროისთვის ტიტუსს სამსახურში პერსონალის ნაკლებობის პრობლემა შეექმნა. კოლეგები მას არასწორ მენეჯმენტშიც ადანაშაულებდნენ. საბოლოო ჯამში, მან მარტივი გამოსავალი იპოვა – საავადმყოფოს 400 ათასი ფუნტი მოპარა, რომელიც თანამშრომლებისთვის და ასევე ოპერაციების ჩასატარებლად იყო გამოყოფილი.

კომენტარები

სხვა სიახლეები