რა დაარქვეს პრინცმა უილიამმა და ქეით მიდლტონმა მესამე შვილს (ფოტო)

კემბრიჯის ჰერცოგმა და ჰერცოგინიამ მესამე შვილს სახელი შეურჩიეს. რამდენიმე წუთის წინ, კენსინგტონის სასახლის ოფიციალურ ტვიტერზე, მათი განცხადება გამოჩნდა. სამეფო ოჯახი იუწყება, რომ ორშაბათს დაბადებულ პრინცს, ლუი არტურ ჩარლზი დაარქვეს.
პატარა ოფიციალურად იქნება წოდებული, როგორც მისი სამეფო უდიდებულესობა, პრინცი ლუი კემბრიჯელი. ის სამეფო ტახტის რიგით მეხუთე მემკვიდრეა. ლუი პრინც უილიამის შუა სახელია და ასევე, უმცროსი პრინცის ძმის, ჯორჯის მეორე სახელიცაა. არტური კი, ასევე ჰერცოგის ერთ-ერთ სახელს წარმოადგენს, გარდა ამისა, იგივე სახელი აქვს დედოფლის მამას, მეფე ჯორჯ V-ს.

კომენტარები

სხვა სიახლეები