„ბედისწერას ეს წყვილები აერია” – რა შეფასებები მოჰყვა სოცქსელებში, მაკრონების აშშ-ში ვიზიტისას გადაღებულ ფოტოებს (ფოტოკოლაჟი)

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, პირველ ლედისთან, ბრიჯიტ მაკრონთან ერთად, აშშ-ში სამდღიანი სახელმწიფო ვიზიტით იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში გამართულ ღონისძიებებზე გადაღებული ფოტოები, კონკრეტულად კი, მელანია ტრამპისა და ბრიჯიტ მაკრონის ვიზუალი, აქტიური განხილვის თემად იქცა.
ტაბლოიდები აშშ-ის პირველ ლედისთან საფრანგეთის პრეზიდენტის ზედმეტად თბილ დამოკიდებულებაზეც წერენ.
ვიზიტის ამსახველი ფოტოები განხილვის გარეშე არც სოციალური ქსელების ქართველ მომხმარებლებს დაუტოვებიათ.
„კვირა +“ სოციალურ ქსელში გავრცელებულ რამდენიმე სახალისო შეფასებას გთავაზობთ:

„მელანია ფოტომოდელი იყო და …მერე გახდა პირველი ლედი.
ბრიჯიტ მაკრონი მასწავლებელი იყო და … იმდენი ისწავლა და “ასწავლა ” …ჰოდა ასე..“
„გაიგე ახლა, ფოტომოდელობა სჯობს თუ მასწავლებლობა“
„რომ გაცვალონ ეგენი“
„ეჰ, ბედისწერას ეს წყვილები აერია“
„რაღაც ცუდად იღიმიან“
„ძალიან დრამა სთორია“
„მაკრონი ალბათ უკვე ოჯახური ძალადობის მსხვერპლთა სიას დაემატა ამ საღამოს“
„არა რაა, ეს მაკრონის ცოლი მოვლილიცაა, ჩაცმულიც, მაგრამ არ შველის, არ უხდება არაფერი“

შეგახსენებთ, რომ ბრიჯიტ და ემანუელ მაკრონები აშშ-ში 23 აპრილს ჩაფრინდნენ. ისინი აშშ-ში 3 დღეს დარჩებიან.

კომენტარები

სხვა სიახლეები