ემინემი ალკოჰოლის და ნარკოტიკების გარეშე ცხოვრების 10 წლის იუბილეს ზეიმობს

რეპერმა ემინემმა ნარკოტიკების და სასმელის გარეშე 10 წელი გაძლო. მიღწეული შედეგის ამსახველი ფოტო მან საკუთარ ინსტაგრამზე განათავსა და უამრავი მოლოცვაც მიიღო.
ლეგენდარული რეპერის მაგალითი ბევრი ადამიანისთვის მნიშვნელოვანი გახდა.
2007 წელს მარშალ მეთერსი ზედოზირებისგან ლამის დაიღუპა. მალევე მან აღიარა, რომ მისი ცხოვრება კრახისკენ მიექანება. 2008 წელს მან სარეაბილიტაციო ცენტრში, „12 ნაბიჯის“ პროგრამაში ჩაერთო. ნარკოტიკულ პრეპარატებზე და ალკოჰოლზე დამოკიდებულების გარდა, მას ჭარბი წონაც აწუხებდა. რეპერი 104 კილოგრამს იწონიდა.
„ვაკოდინს და ვალიუმს წლობით ვიღებდი. აბების გარსმა ჩემ კუჭში დიდი ნახვრეტი გააჩინა. ტკივილი როგორმე რომ გამეყუჩებინა, სულ რაღაცას ვჭამდი. ძირითადად ეს ნაგავი იყო.“
როდესაც ემინემი კლინიკიდან გამოვიდა, ახალ სირთულეს წააწყდა-დაავიწყდა როგორია ფხიზლად ცხოვრება.
„ფსიქოლოგიური პრობლემების გარდა, უძილობა მაწუხებდა. მაშინ სირბილი დავიწყე. მარტივია იმის გაგება, რატომ იწყებენ ადამიანები ვარჯიშს. ამაზეც შეიძლება დამოკიდებული ადვილად გახდეს, ოღონდ აბსოლუტურად განსხვავებულ ეფექტს იღებ“-ამბობს ემინემი.
თავისი ათწლიანი იუბილე, ალკოჰოლის და ნარკოტიკების გარეშე, მან ინსტაგრამზე იმ ფოტოთი აღნიშნა, რომელზეც ანონიმური ალკოჰოლიკების მონეტაა გამოსახული. ეს ჟეტონი მომღერალს მორიგი გამარჯვების აღსანიშნავად გადასცეს. მონეტაზე გამოსახულია ციფრი X და გრავირებულია სიტყვები „მსახურება“, „ერთიანობა“, „განკურნება“. რეპერს ამ გამარჯვებას მისი კოლეგები, მეგობრები და ათასობით გულშემატკივრები ულოცავენ. მოხმარებლები მას მაგალითის მიცემისთვის მადლობას უხდიან.

კომენტარები

სხვა სიახლეები