ენიო მორიკონე საქართველოში კერძოდ „ბლექ სი არენაზე“ კონცერტს 19 მაისს გამართავს.
იტალიელი კომპოზიტორთან ერთად 121-კაციანი ორკესტრი ჩამოვა. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ მორიკონესთან ერთად კონცერტში საქართველოს ოპერის 70-კაციანი გუნდი იღებს მონაწილეობას.
ენიო მორიკონემ, თავისი მრავალწლიანი წარმატებული კარიერის განმავლობაში, შექმნა 600–ზე მეტი მუსიკალური ნაწარმოები, აქედან 500–ზე მეტი – კინოსა და ტელევიზიისთვის. კომპოზიტორს ეკუთვნის ბრწყინვალე საუნდტრეკები ისეთი ფილმებისთვის, როგორებიცაა: „ერთხელ ამერიკაში“, „მისია“, „ხელშეუხებელნი“, „ერთი მუჭა დოლარისთვის“ და სხვ. მაესტროს მიერ შექმნილი მუსიკა ფილმისთვის „კარგი, ცუდი, ბოროტი“ მსოფლიო საუნდტრეკების 200–ეულშია შესული.
2016 წელს კვენტინ ტარანტინოს ფილმის, „საძულველი რვიანი“ ორიგინალური მუსიკისთვის ენიო მორიკონეს რამდენიმე პრესტიჟული პრიზი ერგო, მათ შორის რიგით მეექვსე „ბაფტა“, მესამე „ოქროს გლობუსი“ და „ოსკარი“. მთლიანობაში რეჟისორი ექვსჯერ იყო წარდგენილი „ოსკარის“ ნომინაციაზე, 2007 წელს ენიო მორიკონეს კინემატოგრაფში შეტანილი დიდი წვლილისათვის ოსკარის პრემია მიენიჭა. მას ასევე მიღებული აქვს „გრემის“ სამი ჯილდო.
ენიო მორიკონეს კონცერტის ბილეთების გაყიდვა 20 აპრილს, დილის 9.00 საათიდან tkt.ge-ს საშუალებით დაიწყება. ბილეთების ფასი 60 ლარიდან დაიწყება.
სხვა სიახლეები