“იქ, სადაც დაბრუნება კვლავ გინდა”- რუსი ტურისტი საქართველოს შესახებ

რუსი ტურისტი, საქართველოში მოგზაურობის ფოტოებს აქვეყნებს, რომელზეც გარკვეული მიმოხილვა აქვს დაწერილი მოგზაურობის შესახებ.
„საქართველოში გატარებული პირველი დღის დასკვნა: თითქოსდა დაგესიზმრა რუსეთი, 100 წლის შემდეგ და გესაუბრებიან რუსულად, თუმცა ძალიან ლამაზი აქცენტით. აქ არ არის ისე, როგროც სახლში, აქ ისეა, თითქოს ახლო ნათესავებთან ხარ. იქ, სადაც არდადეგებს ატარებდი, იქ, სადაც დაბრუნება კვლავ გინდა, როცა ძველ ფოტოებს ათვალიერებ. აქ ყოველთვის კარგად დაგაპურებენ, ჰაერიც ძალიან სუფთაა, ხოლო ადამიანები გარშემო ასე შეგხვდებიან: „კეთილი იყოს შენი მობრძანება.
დიდი ხანია, გელოდებით“. – წერს ტურისტი, რომელიც ინსტაგრამზე ekurakov-ის სახელითაა (ეკურაკოვი) დარეგისტრირებული.

 

 

კომენტარები

სხვა სიახლეები