როგორ იქცევიან კაცები, რომლებიც ღალატისთვის ემზადებიან

 შესაძლოა თქვენ ენდობოდეთ თქვენს პარტნიორს, თუმცა ხანძგრძლივი ურთიერთობის შემდეგ, მეორე ნახევრის მოხიბვლა რთულდება. ბრიტანელი სპეციალისტი ემი ივერსონი ასახელებს 6 ნიშანს, რომლითაც შეგიძლიათ მიხვდეთ: გღალატობთ თუ არა მეუღლე? აპირებს თუ არა სხვასთან რომანის დაწყებას? ამის შესახებ სტატია Daily Mail-იმ მოამზადა.

1. რას გეუბნებათ თქვენი ქმრის ბავშვობა (აღზრდა)? – თუ თქვენი მეუღლის მშობლები განქორწინებულები არიან, დიდი შანსია, რომ თქვენმა პარტნიორმა იგივე მოიმოქმედოს. პრობლემებით დატვირთული ბავშვობა, ან ძველად გადატანილი შეურაცხმყოფელი ამბავი, კაცს უფრო მიდრეკილს ხდის ღალატისკენ.

2. რას გეუბნებათ თქვენი ქმრის წინა საქციელები? – ჰქონდა მას ადრე რომანი, თუნდაც თქვენი ურთიერთობის განმავლობაში? არის რამე ისტორია მის ცხოვრებაში, რომელიც უკავშირდება გაცნობის აპლიკაციებს, ინტიმურ მიმოწერას, ან პორნოგრაფიას? ეს ის ინდიკატორული შეკითხვებია, რომლითაც შეგიძლიათ გამოიცნოთ თქვენი ქმრის სამომავლო ქცევა. ასევე დიდი მნიშვნელობა აქვს მის სოციალურ გარემოს – ჰყავს თუ არა მას მოღალატე ქმარი მეგობრები.

3. რა ხდება მის ცხოვრებაში ახლა? – კაცის ქცევის ცვლილებას დიდწილად განაპირობებს მის ცხოვრებაში მიმდინარე მოვლენები. მაგალითად ისეთები როგორებიცაა: სამსახურის დაკარგვა ან დაწინაურება, ვინმეს გარდაცვალების ფაქტიც კი შეიძლება ღალატის ერთ-ერთი მიზეზი შეიძლება გახდეს.

4. მის ქცევაში რაიმე ცვლილებაა? – კაცები ახალი საქმის დაწყებისას მშფოთვარე და აღგზნებულები არიან. მათ, მოულოდნელად შეიძლება დაიწყონ ყურადღების მიქცევა გარეგნობაზე – ივარჯიშონ, შეცვალონ ჩაცმის სტილი და ა.შ. ასევე მიაქციეთ ყურადღება სატელეფონო ზარებს, კერძოდ კი გადის თუ არა ზარის მისაღებად სხვა ოთახში. კაცები, რომლებიც ღალატისთვის ემზადებიან უფრო მეტ დროს ატარებენ სოციალურ ქსელებშიც.

5. შეიცვალა თქვენი ურთიერთობა? – ხშირად, კაცი, რომელიც ღალატს აპირებს, ემოციური სტაბილურობის შესანარჩუნებლად ცოლის გაკიცხვასა და კრიტიკას იწყებს. დიდწილად კი ჩხუბს უმიზეზოდ იწყებენ. ეს ყველაფერი კი იმიტომ, რომ შინაგანად დანაშაულის გრძნობას ებრძვიან.

6. შენს ცხოვრებაში შეიცვალა რამე? – ერთი რამ თავიდანვე უნდა ითქვას – კაცის ღალატი მხოლოდ ქალის ბრალი არ არის, თუმცა ქალის ცხოვრებაში რაიმე განსაკუთრებული ცვლილება, ზოგჯერ კაცს “გვერდზე გახედვისკენ” უბიძგებს. კაცები უფრო მოწყვლადები არიან ღალატის მიმართ, თუ ისინი მეორე ნახევრის მხრიდან ინტერესს ვეღარ გრძნობენ.

წყარო:https://imedinews.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები