თამარ მეფის გამოსახულებიანმა პრეზერვატივმა, რომელსაც ქართული კომპანია „აიისა“აწარმოებს, სოციალურ ქსელში დიდი აჟიოტაჟი და მითქმა-მოთქმა გამოიწვია.
კომპანიის მიმართ განსაკუთრებით კრიტიკული აღმოჩნდა მსახიობი იუნა შაფათავა, რომელმაც „აიისა“ მწვავედ გააკრიტიკა და კომპანიისთვის ბიზნესის კეთების აკრძალვა და პროდუქციის გაყიდვიდან ამოღება მოითხოვა.
კრიტიკა და აჟიოტაჟი მიუღებელი და უსაფუძვლო აღმოჩნდა კომპანიისთვის. როგორც „კვირა+“ – თან საუბარში „აიისას“ დამფუძნებელმა ანანია გაჩეჩილაძემ განმარტა, კომპანიას ადამიანების არც რელიგიური და არც ეროვნული გრძნობების შეურაცხყოფა არ ჰქონია განზრახული.
„აიისა“ ჯანსაღი და დაცული ურთიერთობისთვის გამოიყენება და არა სხვა მიმართულებით, თამარ მეფის დიზიანი არის მონარქთა კოლექციიდან და სერიალ „სამეფო კარის თამაშებთან“, კონკრეტულად კი სერსეი ლანისტერთან არის პარალელი გავლებული და ძალიან კარგად იყიდება. ცუდად რომ იყიდებოდეს, არ გავაჩერებდი. ამ კოლექციაში შედის დავით აღმაშენებელი – „ძლევაი საკვირველის“ დიზაინია. ლევან ვასაძის დიზაინითაც არის, მის შეურაცხყოფაზე რატომ არავინ აკეთებს აქცენტს?!, იმიტომ, რომ ძვირფასი ისტორიული გმირი არ არის. ლევან ვასაძე ჩემთვის იმდენად მიუღებელია, რომ ნებისმიერი კონტექსტის დიზაინი შემიძლია გავაკეთო და, როგორც ჩანს, მომხმარებლებიც ამ აზრს იზიარებენ.
„ქართლის დედის“ დიზაინითაც გვაქვს, რაზეც ვიღაცები ძალიან გვაკრიტიკებენ, მაგრამ ამაზეც შეიძლება დიდი განმარტების გაკეთება. სიმართლე გითხრათ, იუნა შაფათავასგან მსგავსი რეაქცია გამიკვირდა ან რატომ არ მოეწონა კონკრეტული დიზაინი, არ ვიცი, მის მიმართ არ მაქვს რაიმე უარყოფითი დამოკიდებულება და გამიკვირდა, რომ ერჩის ასეთ წამოწყებებს. ალბათ თვლის, რომ მონოპოლია დაკარგა რაღაცებზე, მაგრამ არ ვართ კონკურენტები, ეგ სხვა რაღაცას „აწვება“, მე სულ სხვა მიმართულებას“, – აღნიშნა „აიისას“ დამფუძნებელმა.
სხვა სიახლეები