ვაკის რაიონის გამგეობის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელი ანა კანაპლოვა, ტრენაჟორებთან დაკავშირებით, სოციალურ ქსელში არსებულ მითქმა-მოთქმას ეხმაურება და განმარტავს, რომ ფოტო და შესაბამისი ინფორმაცია არასწორად გავრცელდა.
შესაბამის პოსტს ის ფეისბუქის პირად გვერდზე აქვეყნებს.
„აი, სინამდვილეში სად და როგორ არის განლაგებული სავარჯიშო ტრენაჟორების ეს მოედანი იმ ადამიანმა, რომელმაც გაავრცელა ის პროვოკაციული ფოტო, გამიზნულად “მოჭრა” ის უზარმაზარი დევნილთა კორპუსი, რომელიც ცხვირწინ უდგას… აქ ცხოვრობს 130-მდე ოჯახი, რომლებისთვისაც გაკეთდა ეს მოედანი, სხვათაშორის თვითონაც ითხოვდნენ ამას და რადგან ისედაც სასაფლაოს გვერდით ცხოვრობენ, ყველაფერზე უარი ვუთხრათ, არაფერი გავუკეთოთ?? თქვენი საღლიცინო რომ არ გახდეს ეს თემა და ამ ხალხის პირობები?“, – წერს ანა კანაპლოვა.
ცნობისთვის, ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელში ინფორმაცია და ფოტო გავრცელდა, რომ თითქოს ვაკის რაიონის გამგეობამ, საბურთალოს ძმათა სასაფლაოს გვერდით ტრენაჟორები დაამონტაჟა.
სხვა სიახლეები