მამაკაცმა 8 მარტს მძინარე ცოლს მჟავა შეასხა, იმის გამო, რომ მან გოგო გააჩინა, ქმარს კი ბიჭი სურდა. 25 წლის ფარას დამწვრობები სახის არეში და ხელებზე აღენიშნება, შემთხვევა ინდოეთში მოხდა. დაზარალებული საკუთარი ფეხით მივიდა საავადმყოფოში, 32 წლის მამაკაცს კი სამართალდამცავები ეძებენ.
ფარას და აცხადებს, რომ წყვილი 8 წლის წინ დაქორწინდა და მათ პირველი შვილი გოგო ჰყავთ, მეორე შვილის შეძენისას, ახალშობილის სქესმა კი ქმარი გაამწარა და მჟავით თავდასხმაც ცოლზე სწორედ აღნიშნულმა ფაქტმა გამოიწვია.
როგორც ფარა აცხადებს, მისი მეუღლის ოჯახმა უარყოფითად მიიღო ის ფაქტი, რომ მათი პირველი შვილი გოგო იყო და მას ფიზიკურად უსწორდებოდნენ. სიტუაცია განსაკუთრებით მეორე შვილის შეძენის შემდეგ დაიძაბა და შედეგად, ქმარმა ცოლს მჟავა შეასხა.
დაზარალებული ქალბატონი საავადმყოფოში მკურნალობს და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა საკმაოდ მძიმეა.
წყარო:http://www.newposts.ge