სიკვდილმისჯილი ცოცხალი გადარჩა, რადგან ვენაში სასიკვდილო ინიექცია ვერ შეუყვანეს – რა მოხდა აშშ-ში

აშშ-ში სიკვდილმისჯილი პატიმარი იმის გამო გადარჩა ცოცხალი, რომ სამედიცინო პერსონალმა სასიკვდილო ინიექციის შესაყვანად ვენა ვერ იპოვა. დოილა ლი ჰემა 1987 წელს სასტუმროს მმართველის პატრიკ კანინგემის მკვლელობის გამო გაასამართლეს.

სიკვდილით დასჯა გასულ კვირას უნდა შემდგარიყო. ორი საათის განმავლობაში ექიმები ცდილობენენ მისთვის სასიკვდილო ინექცია შეეყვანათ, მთელს მის სხეულს ამოწმებდნენ, თუმცა უშედეგოდ. მას მხოლოდ ტკივილი მიაყენეს. პატიმრის აღშფოთებულმა ადვოკატმა უკვე განაცხადა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფისთვის ნემსის გაკეთება საერთოდ არ შეიძლება.
საქმე იმაშია, რომ ნარკოტიკების გრძელვადიანი მოხმარების, ვენების ჰეპატიტის და სიმსივნის მკურნალობის გამო, ჰემის ვენები დაზიანებულია. წარუმატებელი სიკვდილით დასჯის ფაქტზე გამოძიება დაიწყო. ჯერ-ჯერობით პატიმარი ცოცხალია.

კომენტარები

სხვა სიახლეები