მოსწავლესთან ერთად მანქანაში მყოფი მასწავლებელი მაშინ გამოიჭირეს, როცა ნახევრად გახდილი იყო

ელიზაბეთ ჰიტონ ტეილორი სამართალდამცველებმა მას შემდეგ დააკავეს, როცა საეჭვოდ პარკირებული ავტომანქანა შენიშნეს და საქმის ვითარებაში გაერკვნენ. 27 წლის ნახევრად შიშველი მასწავლებელი თავის მოსწავლესთან ერთად მანქანაში იმყოფებოდა.
როგორც გაირკვა, ელიზაბეთი აშშ-ის შტატ სამხრეთ კაროლინაში, ბიოლოგიის მასწავლებლად და მწვრთნელად საშუალო სკოლაში მუშაობდა. მას არასრულწლოვანთან სექსუალურ კავშირში ბრალდებები უკვე წარუდგინეს. აღსანიშნავია, რომ დაკავების დროს ის პოლიციელებს გამოგონილი სახელით წარუდგა.
ამასთან, 27 წლის ბიოლოგიის მასწავლებელი ახლახან გათხოვდა და ამაყობდა, რომ ბედნიერია. თუმცა, ირკვევა, რომ ელიზაბეტმა მოსწავლესთან სექსუალური კონტაქტი პირველი იანვრიდან მინიმუმ ორჯერ დაამყარა. ამ დროისთვის ის სკოლიდან დაითხოვეს და 10 ათასი დოლარის ოდენობის გირაო დააკისრეს.

კომენტარები

სხვა სიახლეები