“ჩავიკეცე და ტირილი ამივარდა” – რატომ იტირა ნიკა ქავთარაძემ

იუმორისტი ნიკა ქავთარაძე გაქურდეს. ამის შესახებ ქავთარაძემ სოციალურ ქსელში თავად დაწერა:
„გუშინ ხელფასი ავიღე. დღეს, ვაგზალზე საქმე მქონდა. გამოსვლისას ფული დავახურდავე, ბინის ქირისთვის. ჩავედი მეტროში. რუსთაველზე ამოვედი, ვიფიქრე „მაკში“ შევივლი და ქეთის ბურგერებს ვუყიდითქო. ჩავყავი ხელი, გამიკვირდა ფული რომ არ იყო. მეთქი სხვა ჯიბეში ხომ არ ჩავდე და უცებ ამას ვხედავ… მთელი ფული მომპარეს.. ჩავიკეცე და ტირილი ამივარდა. ესეც ჩემი დაბადების დღის საჩუქარი..არ ვიცი ეს თუ როდესმე მორჩება…“,- წერს ქავთარაძე „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე და ფოტოს აქვეყნებს.

კომენტარები

სხვა სიახლეები