პროექტი “ნიჭიერი” “იმედზე” გავა

დაახლოებით ერთი თვის წინ, ტელეკომპანია „რუსთავი2“ გასართობი პროექტების პროდიუსერებმა: გიორგი ხაბურზანიამ და დემნა ჯაფარიძემ დატოვეს. პროდიუსერები მუშაობას ტელეკომპანია „იმედში“ აგრძელებენ. ცნობილი გახდა, რომ პროექტი „ნიჭიერი“ ახალი სეზონიდან „იმედზე“ გავა. პროდიუსერები, სავარაუდოდ, სხვა საერთაშორისო პროექტებსაც განახორციელებენ. გავრცელებული ინფორმაციით, რუსთავი2-დან თანამშრომლების წასვლის მიზეზი ფინანსური კრიზისი და ანაზღაურების არქონდა გახდა.
წყარო: inforustavi.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები