რა მოხდება, თუ “ფეისბუქს” გავაუქმებთ?

ცოტა ხნის წინ, დღეისათვის ერთ-ერთმა ყველაზე ცნობილმა ბლოგერმა სტივ პავლინამ საკუთარ თავზე ასეთი ექსპერიმენტი ჩაატარა: ერთი თვით უარი თქვა ყველა სოციალურ ქსელზე და ექსპერიმენტის ბოლოს მან ძალიან საინტერესო შედეგები მიიღო.
1. ურთიერთობა სოციალურ ქსელებში შედგება  უაზრო ხმაურისგან
ფეისბუქში თავის 8000 მეგობართან დაშორებისას, სტივმა დასაწყისშივე აღმოაჩინა, რომ ცხოვრებაში ურთიერთობის დონე არსებითად შემცირდა. მაგრამ ამის გამო სულაც არ აღმოჩენილა საინფორმაციო ვაკუუმში. რაც ცხადია, რომ ურთიერთობა სოციალურ ქსელებში სინამდვილეში მხოლოდ უსარგებლო ხმაური და ქაოსია.
2. ინფორმაციის გაზიარების სურვილი ჩრდილავს მოვლენის მნიშვნელობას
ადამიანების უმეტესობა, განსაკუთრებით მოზრდილები, როდესაც მათ ცხოვრებაში რაიმე საინტერესო ან მნიშვნელოვანი ხდება,  ფოტოებს იღებენ და მაშინვე აზიარებენ საკუთარ გვერდზე. ამან თანდათან შეიძლება ძალიან ცუდი სახე მიიღოს და თვით მოვლენას ფასეულობა დაუკარგოს. სინამდვილეში კი სადაც ხარ, ამის ისეთი ძლიერი სურვილი უნდა გქონდეს, რომ ამ დროს სოციალური ქსელი არ გახსენდებოდეს.
დიახ, ერთი თვის შემდეგაც „ფეისბუქის“ გარეშე, სტივ პავლინას არ გაუქრა სურვილი გაეზიარებინა რომელიმე მოვლენა თავისი მეგობრებისა და ახლობლებისთვის, მაგრამ არა იმპლუსურად და ისე, რომ თავი მოებეზრებინა.
3. მეგობრები ხდებიან საზოგადოების ნაწილი და კარგავენ ინდივიდუალობას
ჩვეულებრივ, სოციალურ ქსელებში შეტყობინებების უმეტესობა, თუ არ ჩავთვლით პირად მიმოწერას, განკუთვნილია საზოგადოებისთვის. და როგორც თქვა სტივმა, ექსპერიმენტის დროს მან ვერ იგრძნო, რომ მეგობრები დაკარგა, მან მხოლოდ მათი საზოგადოების არყოფნა შეამჩნია.
4. სოციალური ქსელები ქმნიან ცრუ მოთხოვნილებას ურთიერთობებში
მიღებულია, რომ ურთიერთობისას ადამიანები იყოფიან ინტროვენტებად და ექსტრავენტებად. ასე, თუ თქვენ იმუხტებით ენერგიით მარტოობაში, მაშინ მიეკუთვნებით ინტროვენტებს, თუ პირიქით არის – იკრებთ ძალას მეგობრების წრეში, მაშინ ექსტრავენტი ხართ. სინამდვილეში ეს ცრუ შევსებაა, ურთიერთობების წყურვილი კი მაინც რჩება. გასაკვირია, მაგრამ როცა სტივმა დაანება თავი ფეისბუქში ურთიერთობას, მან უფრო სოციალურად აქტიურად იგრძნო თავი.
ამიტომ პატივი უნდა სცეთ და დააფასოთ ნამდვილი მეგობრები, რომლებიც შეიძლება ასი ან ათასი არა გყავთ, როგორც სოციალურ ქსელებში, არამედ ორი ან სამი, მაგრამ ისინი მეტის მოცემას შეძლებენ თქვენთვის, ვიდრე ინტერნეტის ერთად აღებული ყველა ნაცნობი.
წყარო: pomada.ge

 

 

 

 

 

კომენტარები

სხვა სიახლეები