გია მაისაშვილის შვილების ფოტოებს აქვეყნებს

გია მაისაშვილი ფეისბუქის პირად გვერდზე თანამემამულეებს აღდგომას ულოცავს, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ახალ ინფორმაციას აქვყნებს და საზოგადოებას საკუთარ შვილებს აცნობს.
“ათ დღიანი სრული შიმშილის მეორე დღე მაქვს. 26-ში დასრულდება. შემდეგ ერთი თვე დავისვენებ და 25-დღიანს მივაყოლებ. ასე დრო გამოშვებით გავზრდი, სანამ ამ უხსენებელს არ გავანადგურებ . ეს ბიჭები მამხნევებენ – წერს გია მაისაშვილი.
“ყველას, მაგრამ განსაკუთრებით განსაცდელში მყოფთ, მე და ჩემი შვილები გისურვებთ სიკვდილის დათრგუნვას, დაე სიცოცხლემ იზეიმოს, სანთელ საკმეველს თავისი გზა მოენახოს და ალალ მართალი არ დაჩაგრულიყოს!
ესაა, ვინც პირველმა მასწავლა მამობის ბედნიერება, ჩემი სოფიკო”

“უკვე მამაზე მაღალია ეს მამაძაღლი ესა”
“შენს ბიჭთან ერთად წვერს რომ იპარსავ, მეტი რაღაა ბედნიერება!”

“რა ბრწყინვალე დღეა, ვარჯიშის შემდეგ ანა და შალვა”

 

კომენტარები

სხვა სიახლეები