ჯასპერ ბლექმა, რომელსაც საქართველოში გრანდიოზული სიურპრიზით დახვდნენ, თავგადასავლის მისეული ვერსია გამოაქვეყნა. მან თავის YouTube-ის არხზე 20 წუთიანი ვიდეო ატვირთა, სადაც მთელს საქართველოს მადლობა გადაუხადა.
10 მარტს, ეკონომიკის სამინისტროს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ სპეციალური ვიდეორგოლი გაავრცელა, სადაც ჰოლანდიელ ჯასპერს ჩამოსვლისთანავე განსაკუთრებული პატივით დახვდნენ. ტურისტმა თბილისის აეროპორტში მოულოდნელად გაიგო, რომ ჩვენი ქვეყნის განსაკუთრებული სტუმარი იყო და სიურპრიზი ელოდა.
საქართველოს 6 მილიონი ტურისტის აღსანიშნავად, მას პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი შეხვდა.
[youtube]https://www.youtube.com/watch?v=JOIrpn4ys34[/youtube]