9 ადგილი, სადაც ქალებს შესვლა ეკრძალებათ და ერთი ადგილი, სადაც მამაკაცი არასასურველი სტუმარია

 ​მსოფლიოს ზოგიერთ წერტილში მამაკაცები ქალებს საზოგადოების თანასწორუფლებიან წევრებად არ აღიქვამენ, რაც ხშირ შემთხვევაში, კულტურაში, ტრადიციებსა და კანონშიც ჰპოვებს ხოლმე გამოვლინებას. ​თუმცა, მსოფლიოში ისეთი ადგილიც არსებობს, სადაც, საპირისპიროდ, მამაკაცი არ ითვლება სასურველ სტუმრად.

 საუდის არაბეთი

– საუდის არაბეთში ქალებისთვის დაწესებული შეზღუდვა მხოლოდ რელიგიურ ადგილებს არ უკავშირდება. მიმდინარე წელს მათ დედაქალაქ ერ-რიადში მდებარე “სტარბაქსის” ფილიალში შესვლაც კი აეკრძალათ. ამ ქვეყანაში მცხოვრებ მდედრობითი სქესის წარმომადგენლებს მანქანის ტარება, პირადი საბანკო ანგარიშის ქონა, ქუჩაში მამაკაცის გარეშე გასვლა, საცურაო აუზების გამოყენება, სასაფლაოებზე შესვლა და არანათესავურ კავშირში მყოფ მამაკაცებთან საუბარიც ეკრძალებათ.

​ირანის ფეხბურთის მოედანი

გასულ წელს ბრიტანელ-ირანელი ქალის დაკავებით გამოწვეული აჟიოტაჟის შემდეგ, რომელიც სტადიონზე ფეხბურთის ყურებას ცდილობდა, ირანის ხელისუფლებამ ქალებისთვის ხელბურთის მატჩზე დასწრების ნებართვა გასცა, თუმცა თუ მოედანს მამაკაცთა გუნდები იკავებენ, შეზღუდვა კვლავ ძალაშია. მიურფილდის გოლფ-კლუბი, შოტლანდია – კლუბის წევრებმა ქალებისთვის შეზღუდვის დაწესებას მხარი დაუჭირეს, რამაც პროფესიონალებსა და ტურნირზე დასწრების მსურველთა შორის დიდი უკმაყოფილება გამოიწვია.

Galaxy Rutschenparadies-ის აკვაპარკი, გერმანია

– 2012 წლის შემდეგ, აქ ქალებს დიდსიჩქარიან წყლის ატრაქციონზე ასვლა აეკრძალათ. მიზეზი ინტიმურ ადგილებში მრავლობითი დაზიანებების მიღება გახდა. პარკის დირექტორის თქმით, სხეულის დაზიანება ქალის ანატომიური აგებულებით არის გამოწვეული. ​

ათონის მთა, საბერძნეთი

საბერძნეთის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარე ეს მთა და კუნძული 2000 ბერის საცხოვრებელი სახლია. ისინი ასკეტურ ცხოვრებას ეწევიან. მაღალი რანგის მამაკაც პოლიტიკოსებსაც კი ამ ადგილას მისვლა განსაკუთრებული ნებართვის შემდეგ შეუძლიათ და ასე გრძელდება უკვე 1000 წელი. ​

მთა ომინე, იაპონია

ის შინტოიზმის მიმდევრებისთვის ერთ-ერთ ყველაზე წმინდა ადგილად ითვლება, შესაბამისად, ეს კიდევ ერთი ადგილია, სადაც ქალებს მისვლა ეკრძალებათ. თუმცა, თანასწორობის დაცვის მცდელობად შეიძლება ჩაითვალოს ის, რომ მთის პატარა ნაწილი მდედრობითი სქესის წარმომადგენლებისთვისაც არის განკუთვნილი.

​ინდოეთი

ღვთაება აიაპპას ტაძარი, ინდოეთი – 1991 წლის შემდეგ, 10-დან 50 წლამდე ასაკის ქალებს ინდუისტურ ტაძარში ლოცვა ეკრძალებათ. მოსახლეობამ აკრძალვის გაუქმების შესახებ პეტიცია უზენაეს სასამართლოს წარუდგინა, თუმცა უარი მიიღო.

ჰაჯი ალის მეჩეთი, ინდოეთი

ჰაჯი ალის მეჩეთი კიდევ ერთი ადგილია ინდოეთში, სადაც ქალებს შესვლისა და ლოცვის უფლება არ აქვთ. საღვთო პირების თქმით, მამრობითი სქესის მუსლიმი წმინდანის საფლავის სიახლოვეს ქალის ყოფნა ისლამში დიდ ცოდვად ითვლება. ​

ჯაინის ტაძარი, ინდოეთი

ინდოეთში კიდევ ბევრი რელიგიური ადგილია, სადაც ქალების გამოჩენა ცოდვად ითვლება და შესაბამისად, იკრძალება.

​სოფელი უმოჯა, კენია

კენიაში მდებარე სოფელი უმოჯა – ეს არის ადგილი, სადაც მამაკაცებს არ ელიან და მათი გამოჩენა არ უხარიათ. სოფელი 1990 წელს ოჯახური ძალადობის მსხვერპლმა ქალებმა დააარსეს. სოფელში არის საშუალო სკოლა, კულტურის ცენტრი და სხვა აუცილებელი საზოგადოებრივი დაწესებულებები. მამაკაცი ამ სოფელში არასასურველი სტუმარია.

წყარო:http://www.allnews.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები