ჟურნალისტი ინგა გრიგოლია ეგვიპტეში ისვენებს.
ტელეწამყვანი ეგვიპტეში გადაღებულ ფოტოებს „ფეისბუქის“ პირად გვერდზე აქვეყნებს და წერს, რომ ამინდმა არ გაუმართლა.
„ეგვიპტეში ისე ცივა, ჩვეულებრივი ყინვაა. ბედი უნდა ყველაფერს. მგონი, ხვალ ჩექმის ყიდვა მიმიწევს, არადა მზის გამო ჩამოვედი. სადაა მზე“, – წერს გრიგოლია სოციალურ ქსელში.
როგორც ფოტოებიდან ირკვევა, ტელეწამყვანი მის კოლეგასთან, ნოდარ მელაძესთან ერთად ისვენებს.