ქალაქ სანტ-ლუისში მეხანძრეებს არა მარტო შიშველი ქალბატონების, არამედ ხალათში ან ღამის პერანგში ჩაცმული მანდილოსნების გადარჩენაც ეკრძალებათ.
კენტუკის შტატში დანაშაულად ითვლება ლურჯად გადაღებილი იხვის ჭუკების გაყიდვა თუ მათი რაოდენობა 6-ზე ნაკლებია.
კალიფორნიაში ცხოველებს სქესობრივი კავშირი ეკრძალებათ სკოლიდან, ეკლესიიდან და საზოგადოებრივი კვების ობიექტიდან 500 მეტრზე უფრო ახლო მანძილზე. კალიფორნიაშივეა დაწესებული სიჩქარის ლიმიტი მძღოლის გარეშე მოძრავ ავტომობილებზე: მათი სიჩქარე საათში 60 კმ-ს არ უნდა აღემატებოდეს.
კალიფორნიაში აკრძალულია მოძრავი ავტომობილიდან ნებისმიერი ცხოველისთვის ტყვიის დაშენა. აქვე გამონაკლისიც: თუკი მანქანით მისეირნობთ და სადმე ვეშაპი შენიშნეთ, ესროლეთ რამდენიც გინდათ.
კალიფორნიაში იკრძალება სასამართლოში ჩვენების მიცემის დროს ტირილი.
ინდიანას შტატში ოქტომბრის თვიდან აპრილამდე აკრძალულია აბაზანაში ბანაობა, ღვინის მაღაზიაში რძის გაყიდვა და ორალური სექსი.
შვედეთში მკაცრად არის განსაზღვრული სად შეიძლება გულისრევა და სად არა. (მაგალითად, მეზობელზე მირწყევა სასტიკად აკრძალულია).
შოტლანდიაში მოქალაქე ვალდებულია, ყველას გაუღოს სახლის კარი, ვინც ღამის ქოთნით სარგებლობას ითხოვს.
ირლანდიაში თუ ვინმე განაცხადებს, რომ რამე ზებუნებრივ ძალას ან საიდუმლოს ფლობს, მას 1 წლით დაასვენებენ ციხეში.
დანიის ციხეებიდან გაქცევა კანონსაწინააღმდეგო ქმედებად არ ითვლება.
ინგლისში მამაკაცს უფლება აქვს, ხალხის თვალწინ მოშარდოს, თუ ამ დროს მარჯვენა ხელი მანქანაზე უდევს და შარდი ამ მანქანის უკანა ბორბლისკენაა მიმართული.
დიდ ბრიტანეთში ასევე იკრძალება: საწოლის ფანჯარაზე ჩამოკიდება, 25 დეკემბერს ტკბილი ღვეზელის ჭამა, ორალური სექსი და ჩელსელ პენსიონერად თავის გასაღება.
საფრანგეთში ცხოველზე ნაპოლეონის დარქმევა კანონით ისჯება.
ნორვეგიაში ძუკნა ძაღლებისა და ხვადი კატების სტერილიზაცია კანონითაა აკრძალული, ხოლო მათი საწინააღმდეგო სქესის წარმომადგენლების – არა.
ავსტრალიაში აკრძალულია შავი ტანსაცმლით სიარული, თუ მოქსოვილი ფეხსაცმელი გაცვიათ და სახეზე გუტალინი გისვიათ. კვირა საღამოს შარვლით გამოჩენაც დიდი დანაშაულია, ხოლო Baghton Beach-ის პლაჟზე ისეთი საცურაო კოსტუმი უნდა გეცვათ, რომელიც ტანს კისრიდან მუხლამდე დაგიფარავთ.
შოტლანდიაში აკრძალულია დათრობა, თუ თან ძროხა გახლავთ.
ქალაქ ტორონტოში (კანადა), Yong-ის ქუჩაზე აკრძალულია კვირა დღეს ცხენის ლეშის გადათრევა.
ინგლისში ორსულთათვის ტრანსპორტში და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში შეიძლება მოსაქმება.
სხვა სიახლეები