„ბარბარე მანტკავას“ ბინა იყიდება (ფოტოკოლაჟი)

ინტერნეტში გავრცელდა განხადება და ფოტოები, რომელიც გვატყობინებს, რომ ბინა, რომელშიც სერიალის „ჩემი ცოლის დაქალების” გმირი, „ბარბარა მანტკავა” ცხოვრობს, იყიდება.
„იყიდება 220კვ, 14-სართულიანი სახლის მე-9 სართულზე 5-ოთახიანი ბინა, 3 საძინებელი, 3 აბაზანა, კაბინეტი, დიდი ზალა და დიდი ჰოლი. რამდენიმე ადგილზე 3D – შუშის კედლები. პარკეტი მუხა მაკაგონის ვერსაჩეს კანტებით. საძინებელში წითელი ხავერდის შპალერი. ყველა ოთახს აქვს აივანი, ცენტრალური იატაკქვეშა გათბობა. ქუჩა წყნარია და უხმაურო და ბინას აქვს ლამაზი ხედები.
ფასი: 220 000$”

კომენტარები

სხვა სიახლეები