7 რამ, რასაც ჭკვიანი ქალი არ მოითხოვს თავის პარტნიორისგან

დღეს-დღეობით ბევრი ქალი ფიქრობს, რომ კაცი მის წინაშე რამით დავალებულია. კაცისადმი ასეთი მიდგომა შეიძლება ურთიერთობის დასრულების მიზეზი გახდეს. ბევრი ქალი ამას მხოლოდ მაშინ აცნობიერებს, როდესაც უკვე გვიანია. ჩვენ ყველას ძალიან გვინდა, რომ ნაკლები შეცდომა დავუშვათ და ალბათ სწორედ ამიტომ კითხულობთ ახლა ამ სტატიას.

1. გონიერი ქალი არის თავდაჯერებული და სხვებისგან არ მოითხოვს ზრუნვას.

როდესაც ქალი იწყებს შეხვედრებს კაცთან, ის იხიბლება მისი შესაძლებლობებით და იმით თუ როგორ ექცევა მას.კაცი არ არის ვალდებული მოგიაროს შენ ისე, როგორც მოუვლიდა თავის შვილს. მას რა თქმა უნდა, შეუძლია იზრუნოს შენზე, მაგრამ ეს მხოლოდ მისი არჩევანი უნდა იყოს.

2. ის არ სთხოვს მამაკაცს მიატოვოს ის, რაც უყვარს.

არასდროს არ სთხოვოთ კაცს, თქვენთან მეტი დროის გატარების გამო მიატოვოს თავისი სამსახური ან ჰობი. ინტელექტუალმა ქალმა იცის, რომ ეს მის პარტნიორს გახდის უბედურს. ეს უფრო მეტია, ვიდრე უბრალო სიყვარული.

3. არასდროს აიძულებს მას მიატოვოს თავისი მეგობრები და ნათესავები.

ეს შეიძლება იყოს იმის გამო, რომ შენ ვერ ეწყობი მის რომელიმე მეგობარს ან ნათესავს. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ის ვალდებულია შენ გამო მათთან შეწყვიტოს ურთიერთობა. იმის გამოც კი, თუ ისინი თვლიან, რომ შენ მასზე ცუდი გავლენა გაქვს, ეს არ არის შენი არჩევანი. ღირებულებებში, რომლებიც მას ამდენი წლის განვმალობაში აკავშირებს თავის მეგობრებთან და ნათესავებთან, ღრმად არის დარწმუნებული, ასევე უნდა, რომ ეს შენთვისაც მნიშვნელოვანი გახდეს.

4. ის არ სთხოვს, რომ გაიზიაროს მისი ინტერესები.

იგი ვერ იტანს ცეკვას, მაგრამ შენი ოცნებაა იცეკვო სალსა მასთან ერთად, ის გეტყვის უარს ცეკვაზე და შენ არ გექნება არანაირი უფლება იმისა, რომ დააძალო. წარმოიდგინე, რომ ვიღაცამ ისეთი რამე დაგაძალოს, რაც გძულს, როგორ მოიქცეოდი?

5. ის არ ითხოვს მის შეცვლას.

ქალმა, რომელმაც იცის ურთიერთობის ნამდვილი ფასი, არ მოსთხოვს თავის პარტნიორს შეცვლას. მან იცის, რომ ის და მისი მამაკაცი ცხოვრობენ რეალურ სამყაროში და მხოლოდ თავად პიროვნების სურვილზეა დამოკიდებული, გახდება თუ არა უკეთესი. კაცი მხოლოდ იმ ქალს აფასებს, რომელიც ისეთს იღებს მას, როგორიც არის.

6. ის არ სთხოვს მამაკაცს სხვა ქალების იგნორს.

მოვიდა სიმართლისთვის თვალებში ჩახედვის დრო: შეუძლებელია კაცმა ყურადღება არ მიაქციოს ლამაზ ქალს. ეს გამომდინარეობს კაცური ბუნებიდან( ჩვენ არ ვგულისხმობთ ფლირტსა და ურთიერთობის გაბმას სხვა ქალთან). ქალის დაჟინებულ მზერას თვალს ვერ არიდებს მამაკაცი. სჯობს ამ ფაქტს მშვიდად შეეგუოთ. 7. მას სჯერა მამაკაცის. ჭკვიანი ქალი არასდროს მოითხოვს მამაკაცისგან ნდობის გასამყარებლად რაიმე მტკიცებულებას. მათი ურთიერთობა აგებულია ნდობაზე და სიყვარულზე. ქალი არასდროს დაინტერესდება მამაკაცის მობილური ტელეფონით და ემაილებით.

თუ გსურთ შეინარჩუნოთ ჰარმონიული ურთიერთობა პარტნიორთან, ისწავლეთ კომპრომისზე წასვლა. იცოდეთ, რომ ორივე მხარეს უწევს რაღაცის დათმობა. მოთმინება, პატივისცემა და სითბო – ეს ის სამი ელემენტია, რომელიც ჰარმონიული და ბედნიერი ურთიერთობისთვის დაგჭირდებათ.

კომენტარები

სხვა სიახლეები