ტელეწამყვანი თიკო სადუნიშვილი პრესასთან აღებული დიდი პაუზის შემდეგ, თავისი ცხოვრების სიახლეებზე და პირადზე „სარკესთან” საუბრობს. მისთვის ტელევიზია მეორეხარისხოვანი გახდა, ბიზნესი დაიწყო, მეგობართან ერთად თბილისის ერთ-ერთ გარეუბანში „სახლი” გახსნა, სადაც ყველაფერი ერთ სივრცეშია გართობისა და დასვენებისთვის.
– რა კრიტერიუმებით არჩევთ პარტნიორებს?
– ცხოვრების გარკვეულ ეტაპებზე საკუთარ თავს ვეცნობი. მიჭირს, გითხრათ, როგორები იყვნენ ისინი. რთულია, მათში საერთო იპოვო. ბოლო პერიოდში დავფიქრდი, რომ ამ ადამიანებს ერთი ძირითადი საერთო აქვთ – დღემდე შემომრჩნენ და დღემდე ვმეგობრობ მათთან, ახლა უკვე მათ მეგობარ გოგონებთანაც.
– თქვენი რომანებიდან ყველაზე ხანმოკლე და ყველაზე ხანგრძლივი რომელი იყო?
– ყველაზე ხანგრძლივი მახსენდება 2 წელი, ხანმოკლე იყო 2 კვირა.
– 2 კვირაში ურთიერთობის დასრულებას როგორ ახერხებთ?
– გიყიდიათ კაბა, რომელზეც მაღაზიაში გადარეულხართ და მერე აღარ ჩაგიცვამთ? იგივე შეგრძნება დამეუფლა მათი გაცნობის დროს. მერე კი გარდერობშიც არ გავაჩერე და მაშინვე გავაჩუქე.
– ბევრი პარტნიორი გყავდათ?
– ბევრი არ იყო. 31 წლის ვარ და 10 პარტნიორი უკვე ბევრია? შეიძლება მეტიც იყო, შეიძლება ნაკლებიც, მართლა არ დამითვლია.
Prev Post
სხვა სიახლეები