3 ჯადოსნური წესი იმისთვის, რომ მთელი წლის მანძილზე ხვავი და ბარაქა დაგებედოთ

  •  1. საახალწლო ნაძვის ხის მორთვისას, სათამაშოებთან ერთად, ნაძვის ხეზე კანფეტებიც ჩამოჰკიდეთ.

    საუკუნეების წინ ნაძვის ხეს კანფეტებითა და ხილით (ვაშლი, მანდარინი) რთავდნენ და მიაჩნდათ, რომ მათ ბედნიერების მოტანა შეეძლოთ. სადღესასწაულო დღეების გასვლის შემდეგ, კანფეტები ბავშვებს დაურიგეთ და ერთი ცალი თავადაც შეჭამეთ, რომ მთელმა წელმა ტკბილად და სასიამოვნოდ ჩაიაროს.

    2. ყვავილის ქოთანში ცოტაოდენი ბრინჯი ჩაყარეთ. მოუარეთ ყვავილს და თუ გაიხარა და აყვავილდა, ბარაქიანი წელი გელით.

    3. ბარაქის მოსაზიდად ცოცხის გამოყენებაც შეგიძლიათ. შეიძინეთ ახალი ცოცხი და ბინის ნებისმიერ კუთხეში ტარით დაბლა დადეთ. ზედა ნაწილზე ლამაზი ლენტი შემოახვიეთ. ფერი სურვილისამებრ შეარჩიეთ: ცისფერი ახალ სამსახურს გაშოვნინებთ, წითელი – ბარაქას მოგიტანთ, თეთრი – ვალების დაბრუნებაში დაგეხმარებათ. 20 თებერვლის შემდეგ მოხსენით ცოცხს ლენტები და ჩვეულებრივად გამოიყენეთ.

კომენტარები

სხვა სიახლეები