არქიმანდიტი ანთიმოზი (ბიჩინაშვილი) სოციალურ ქსელში რეალითი შოუ „ჯეობარის“ ყოფილ მონაწილე მედეა ადამიას მადლობას უხდის.
როგორც მამა ანთიმოზი წერს, პენსიის აღებამდე უკანასკნელი თეთრები ჰქონდა დარჩენილი, როცა მასთან დალოცვის თხოვნით, დეა ადამია მივიდა და ფული აჩუქა.
„პენსიას თვის დასაწყისში და შუაში ვიღებ. 27 ნოემბერს, უკანასკნელი თეთრებით პური ვიყიდე და მარხვის დაწყებას უთეთროთ ვხვდები. 1 დეკემბერს მაქვს პენსია ასაღები, ვფიქრობ, ღმერთო! რა გაიტანს დარჩენილ სამ დღეს(ჩემი სიამაყის, თუ ამპარტავნების გამო, საშინლად არ მიყვარს ვინმესთვის ფულის თხოვნა).
12 საათს გადაცდა, უკვე მარხვაში ვართ. მობილური რეკავს, მედეაა. მამაო სტამბულში მივფრინავ, გზაზე შემოგივლი(აქვე ცხოვრობს) და დამლოცეო! ორ თვეზე მეტია არ მინახავს. ცოტა ხანს ვისაუბრეთ. გზა დავულოცე. გასვლის დროს ჯიბიდან 50 ლარი ამოიღო და მაგიდაზე დადო. გავოცდი. უარს ვეუბნები, გზაზე ხარ და დაგჭირდება-მეთქი! უკან რას გამომართმევდა.
კარებთან გაცილებისას ვეუბნები: გამოცხადება გქონდა პურის ფული რომ არ მქონდა-მეთქი?! გაეცინა და წავიდა.
მადლობა ღმერთს! გაჭირვების ჟამს უფალი ვიღაცის ხელით გიგზავნის. იმ წამს, ჩემთვის 50 ლარი 50000 ლარის ტოლფასი იყო. მედეას ღმერთი ერთი-ათასათ დაუბრუნებს სიკეთეს.
როგორც ერს უჭირს, ისე უნდა უჭირდეს ბერს“, – წერს არქიმანდიტი ანთიმოზი სოციალურ ქსელში.