საფრანგეთში მამაკაცმა მემკვიდრეობით დატოვებულ სახლში 100 კილოგრამი ოქრო იპოვა

ფრანგმა, რომელმაც ნათესავისგან მემკვიდრეობით სახლი მიიღო, ავეჯის ქვეშ 100 კილოგრამი ოქრო აღმოაჩინა. ამის შესახებ „ბი ბი სი“ იუწყება. მამაკაცის სახლი არ საჯაროვდება. ოქროს მონეტები მთელ სახლში, მათ შორის აბაზანაში იყო დამალული. „საერთო ჯამში 5 ათასი მონეტა იყო აღმოჩენილი, ორი ზოდის წონა 12 კილოგრამი იყო და 37 ზოდის წონა 1 კილოგრამს შეადგენდა“ – განაცხადა აუქციონისტმა ნიკოლას ფირფორტმა. . ნაპოვნი განძის ფასი 3,5 მილიონი ევროა.

კომენტარები

სხვა სიახლეები