გვეგონა, ჩვენი საოცნებო სახლი ვიპოვეთ…” – განო მელითაურის სევდიანი პოსტი გარდაცვლილ მეუღლეს

რეჟისორი განო მელითაური ფეისბუქის პირად გვერდზე გარდაცვლილ მეუღლეს, მსახიობ კოტე თოლორდავას სევდიან პოსტს უძღვნის:
“ერთ დღესაც… სამი წლის წინ… გვეგონა, ჩვენი საოცნებო სახლი ვიპოვნეთ… ცისფერ კომბინიზონებში გამოვეწყვეთ და ძველისძველი სახლის რემონტი დღესასწაულად ვაქციეთ… ისე ძალიან გვიყვარდა ერთმანეთი! შემოდგომაზე, ზამთარზე და გაზაფხულზე მეტად! გვიხაროდა ერთად გაყვითლებული ქაღალდების ნახევრად ჩამოშლილი კედლებიდან ჩამოხევა, მეასე ჯერზე სწორად შეზავებული ფერები და ერთმანეთის სიცილით დაღლა…. “იმედია, უკანასკნელად ამოვაბარგე”, – დამიწერია იმ დღეს სტატუსი… მიხაროდა ბავშვობისდროინდელი განათება აივნიდან და წარმოდგენა არ მქონდა, რომ მართლა უკანასკნელად ამოაბარგა……
მჯერა, ერთ ღესაც, როცა შენი მამიკოს ნაჩუქარი კომბინიზონი წელში მოხრილს დიდი მექნება, შენი საყვარელი წითური თმები მარგალიტებს დაემსგავსება – უკანასკნელად, ბედნიერი დავხუჭავ თვალებს! მერე გრძელ მდუმარებას ჩვენი შვილები გადაიტანენ და საერთოდ არ შემეშინდება ცისფერ ბურთთან გამოთხოვება! როცა ზეცა გულს აირევს, აქედან ძალიან შორს ვიქნები! ისევ ლაღი ფერადი და სიცოცხლით სავსე! ბიჭურად შეჭრილი წითელი თმებით და სახეზე ბევრი გაზაფხულებით! აი, ზუსტად ისეთი, როგორიც შენ გახსოვდი, სანუკვარო! ერთ დღესაც იქ, სადაც არ არსებობს დრო და მატერია, სადაც ერთი დიდი სივრცეა სიყვარულისთვის, მე და შენ დიიიიდ ნათელ სახლში დიდხანს და ბედნიერად ვიცხოვრებთ!”

კომენტარები

სხვა სიახლეები