დაუბადებელი მხატვრების გამოფენა საქველმოქმედო ხასიათის ღონისძიება გახდა, რომლის ინსპირაცია აფრიკაში ბავშვთა სიკვდილიანობის მაღალი მაჩვენებლი გახდა.
უამრავი ფეხმძიმე დედა ჩაერთო მოხალისედ პროგრამაში. მათ მუცელზე დაუმაგრეს საღებავიანი ფუნჯები, გვერდით კი ტილო დაუდგეს.
მთავარი აზრი იმაშია, რომ მუცლად მყოფი ბავშვი მოძრაობს, ეს მოძრაობები კი დედის მუცელზე განუწყვეტლივ იგრძნობა, შესაბამისად ფუნჯებიც ბავშვის დარტყმების შესაბამისად ტოვებენ ტილოზე კვალს, შედეგად კი აბსტრაქტულ ნახატებს ვიღებთ.
ნახეთ ვიდეო და თავად შეაფასეთ ეს ორიგინალური საქველმოქმედო ნახატები, რომლის ავტორებიც ჯერ კიდევ მუცლად მყოფი ბავშვები არიან.
[youtube]http://www.youtube.com/watch?v=ABCDEFGH[/youtube]