ცნობილი ჯგუფის Coldplay-ის სოლისტმა კრის მარტინმა ვიქენდი მალიბუზე შვილებთან ერთად გაატარა. კრის მარტინმა 12 წლის ქალიშვილ ეფელთან და 10 წლის მოსესთან ერთად მალიბუს ერთ-ერთ კლუბში მუსიკალური ნომერი შეასრულა და მსმენელი კიდევ ერთხელ გააოცა.
როგორც გამოცემა „დეილი მაილი“ წერს, ვიდეოში, სადაც ისინი არიანა გრანდეს სიმღერას „Just a little bit of your heart“-ს ასრულებენ, ჩანს მათი სიყვარული მუსიკის მიმართ.
„კრის მარტინი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მუსიკოსია შოუბიზნესში და ჩანს, რომ მისი შვილებიც მამის კვალს მიჰყვებიან“, – წერს გამოცემა.
კრის მარტინს მალიბუ და მოსე პირველი ქორწინებიდან მსახიობ გვინეტ პელტროუსთან ჰყავს.
[youtube]https://www.youtube.com/watch?v=no1axrxMqjw&feature=youtu.be[/youtube]
[youtube]https://www.youtube.com/watch?v=uhrP_HWSHOA&feature=youtu.be[/youtube]