„ვერ ვიქნები რესპონდენტი, რომელიცი ტყვის, რომ ყველაფერი იდეალურად იყო ჩემს ოჯახში. იყო კამათიც, გაუგებრობაც, არ შეიძლება ორი ადამიანის აზრი ყველა საკითხში ემთხვეოდეს ერთმანეთს. ეს ნორმალურია, მაგრამ არის რაღაცები, რაც არანორმალურია ურთიერთობაში, რისი გამოსწორების არც შანსია და არც აზრი აქვს“, – ამბობს მსახიობი ია სუხიტაშვილი გაზეთ „პრაიმტაიმისთვის“ მიცემულ ინტერვიუში.
მისი თქმით, ორი მსახიობის – მისი და მიშა მესხის ოჯახურმა თანაცხოვრებამ არ გაამართლა, თუმცა მიზეზებზე დეტალურად საუბარი უჭირს.
„ადრე მეგონა, რომ არ იყო ეს პრობლემა, ახლა უკვე დავფიქრდი ამაზე. არ ვიცი, ვერ ვხვდები, ჩემს შემთხვევაში არ გაამართლა ფაქტია. მაგრამ არ ვიცი რას დავაბრალო, იმას, რომ ერთი პროფესიისანი ვიყავით, იმას, რომ უმეტეს დროს გადასაღებ მოედანზე ვატარებდით, ან თეატრში… არ ვიცი. არის კიდევ ერთი პრობლემა, რის გამოც ორი მსახიობი როგორც ოჯახი შეიძლება ვერ შედგეს. თუ ერთი მსახიობი ბევრად მაღლა დგას, ვიდრე მეორე.
ერთ ფილმს ვუყურე ელიზაბეტ ტეილორზე. იმდენი „ოსკარი“ აქვს აღებული, მისი მეუღლე ცოტა იგრუზებოდა ამაზე. მე ამის გამო ოჯახი არცერთხელ არ დამნგრევია, მაგრამ ერთ-ერთი მიზეზი მსახიობების თანაცხოვრების გაფუჭებისა, შეიძლება ესეც იყოს. არ ვიცი, ვერაფერს გეტყვი. შეიძლება გავიდეს დრო, მერე ისევ ერთად დავსხდეთ ორივე და კითხვაზე პასუხი მქონდეს.
არ ვარ მზად ამ მიზეზებზე ვილაპარაკო. ახლა მგონია, რომ ჩვენი დაშორების მიზეზზე არასდროს ვილაპარაკებ. იყო ძალიან რთული პერიოდები, რომელიც მარტო მიშას არ ეხება. ბევრი სხვა პრობლმა დაერთო ერთმანეთს და რთულად გადავიტანე. კიდევე რთხელ მივხვდი, რა არის ჩემთვის თერაპია. ეს არის ჩემი საქმე. ორი ადამიანის ურთიერთობაში მხოლოდ ერთი არასდროს არის დამნაშავე. თუმცა არსებობს გამონაკლისებიც. მიფიქრია კი, მაგრამ ვხვდები, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში მე არაფერ შუაში ვარ. ამაზე მიფიქრია და არ მეშინია, ამ ყველაფრის ფონზე არ დავკარგო ჩემი ადამიანი, ვისაც ნამდვილად ვიმსახურებ. არ ვიტყვი. მზად ვარ თუ არა ახალი სიყვარულისთვის. ასე არასდროს არაფერს ვგეგმავ. თუ მოვა, მოვიდეს, მე აქ ვარ“,-აღნიშნა ია სუხიტაშვილმა.